მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორ პრორუსულ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა
მოლდოვას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ორ პრორუსულ პარტიას — მოლდოვას გული და დიდი მოლდოვა — აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
გადაწყვეტილება პარასკევს გამოცხადდა და ის უკავშირდება ბრალდებებს უკანონო დაფინანსებაში, ამომრჩეველთა მოსყიდვაში და დაუფიქსირებელ უცხოურ სახსრებში. ორივე პარტია მოსკოვთან დაახლოებას უჭერდა მხარს და პროდასავლური მთავრობის მთავარი ოპონენტები იყო.
მოლდოვას გულის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც პარტიის საქმიანობა 12 თვით შეზღუდა. იუსტიციის სამინისტრომ ეს მას შემდეგ მოითხოვა, რაც სექტემბრის დასაწყისში ჩატარებულმა ჩხრეკებმა ფულის გათეთრების, უკანონო დაფინანსებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობებში ბრალდებები გამოავლინა.
პარტიამ ბრალდებები უარყო და ეს ნაბიჯი "პოლიტიკურ წმენდად" შეაფასა.
"ეს არ არის სამართალი, არამედ ბინძური შოუს ბოლო აქტი, რომელიც ხელისუფლებამ წინასწარ დადგა ერთადერთი მიზნისთვის — რომ ჩვენი ხმა ჩაეხშო," — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტიის ლიდერმა, ირინა ვლახმაც, დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება და მას "პოლიტიკური სპექტაკლი" უწოდა, რომელიც მმართველმა პარტიამ "დიდი ხნის წინ გამოიგონა".
საარჩევნო კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვას გულის მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი მოიხსნება რუსეთთან მეგობრული "პატრიოტული საარჩევნო ბლოკიდან"(BEP), რომელიც მმართველი პარტიის, "ქმედებისა და სოლიდარობის" (PAS) ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო. ბლოკს 24 საათი მიეცა, რათა კანდიდატების სია შეეცვალა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეენარჩუნებინა.
იმავე დღეს, კომისიამ დიდი მოლდოვაც აკრძალა, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უცხოური დაფინანსების დამალვის და აკრძალულ პარტიასთან კავშირში არსებული "კამუფლაჟირებული საარჩევნო ბლოკის" საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებებით.
რუსეთმა, რომელსაც მოლდოვის დესტაბილიზაციაში ხშირად ადანაშაულებენ, ბრალდებები "ანტირუსულ" და "უმიზეზო" ნაბიჯად შეაფასა.
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
კომენტარები