The Guardian-თან ინტერვიუს შემდეგ, ბაჩიაშვილის მშობლებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს
The Guardian "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილზე დაწერილ სტატიას აქვეყნებს.
The Guardian წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილის დედასთან, მარინა რამაზაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნებს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდა, ბაჩიაშვილის მშობლებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს. მარინა რამაზაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ვაჟი, გიორგი ბაჩიაშვილი, მილიარდერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის "ვენდეტის" მსხვერპლი გახდა.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მშობლების ქონების დაყადაღება ცხადყოფს, თუ რამდენად პერსონალურია კლიენტის მიმართ წარმოებული დევნა.
"ბატონი ბაჩიაშვილის მშობლების — რომლებიც არასოდეს ყოფილან რაიმე დანაშაულში ბრალდებულნი — ქონების გაყინვა ცხადყოფს, რომ გამოძიება ინსტრუმენტად გამოიყენება. ოჯახის წევრებზე სანქციების გავრცელებით, ხელისუფლება ანგრევს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და კოლექტიური სასჯელის სახეს იღებს.
ეს ადამიანები თავიანთი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი პატიოსანი შრომის ნაყოფით შექმნილი პირადი დანაზოგების გარეშე დარჩნენ. ასეთი ქმედებები გაცილებით სცილდება კანონიერ სამართლებრივ ჩარჩოს და წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, ვიდრე სამართლიან სასამართლო პროცესს", — წერია უფლებადამცველის ინტერვიუში.
დავით ჯანდიერი ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშების გაყინვას მათ აქტიურობას უკავშირებს.
"ეს, როგორც ჩანს, დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი და მისი ოჯახი არ ნებდებიან, [დაკავშირებულია] მათ შორის, ქალბატონი მარინას აქტივობებთან — მაგალითად, მის Guardian-თან ინტერვიუსთან, სადაც მან მრავალი დარღვევა გამოავლინა, რაც გიორგის წინააღმდეგ მოხდა. ის შეუდრეკელი დედაა, მისი იარაღია სიმართლე და ის არ დანებდება. იგი ის ურყევად განაგრძობს ბრძოლას სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის", — ამბობს Guardian-თან ინტერვიუში დავით ჯანდიერი.
ცნობისთვის, დაკავებულ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი, საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი. ბაჩიაშვილის თავდაპირველად ბრალი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მან 43 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, ამ საქმეზე, მას გირაო პატიმრობით შეეცვალა.
თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში — 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
ბაჩიაშვილს პატიმრობა აქვს შეფარდებული, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს, რომელმაც საქართველო გუშინ, 4 მარტს დაატოვა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მანამდე პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე დამატებით იხილეთ:
- გიორგი ბაჩიაშვილი: ქალბატონო თეა, სულ რომ მთელი ბიბლიოთეკა გადაწვათ და თავიდან გამოსცეთ, ახალგაზრდების გულიდან "ჯალათეას" ვერ ამოშლით
- გიორგი ბაჩიაშვილი: მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმს სურს ჩემი ნაცნობები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, მოათავსონ საკანში ჩემთან
- პენიტენციური სამსახური: შესაძლოა პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ
- სააპელაციო სასამართლომ "ბიტკოინების საქმეზე" გიორგი ბაჩიაშვილის განაჩენი — 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
- ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- შალვა პაპუაშვილი: [გიორგი ბაჩიაშვილი] არის ჩვეულებრივი მაქინატორი — თავადაც არ უნდა უკვირდეს, რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა ძალიან დაბალია
- გიორგი ბაჩიაშვილი: "მე დღეს პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე. ასეა ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით"
- ირაკლი კობახიძე: "[ბაჩიაშვილის საქმეზე] მგონია, რომ ყველა ხელმისაწვდომი მასალა აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს"
- "ნოდარ მელაძის შაბათი": გიორგი ბაჩიაშვილი ციხის საკანში კახი მეტრეველმა სცემა
- გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში მისი ცემის ფაქტზე, სამკურნალო დაწესებულებაში გამოკითხეს
- გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: "ჯერ კიდევ ეტლით გადაადგილდება, რადგან კოორდინაციის პრობლემა აქვს"
- რობერტ ამსტერდამის თქმით, ბაჩიაშვილის ციხეში ცემა, წამების მცდელობასთან ერთად, ქონების გამოძალვის მცდელობაცაა
- შალვა პაპუაშვილი: ეს ადამიანი [გიორგი ბაჩიაშვილი] არის ჩვეულებრივი დადასტურებული ოსტაპ ბენდერი
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები