უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მზადება სამმხრივი შეხვედრისთვის — მთავარი ტრამპი-ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრებიდან
ფოტო: BBC
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელი ლიდერების მოლაპარაკებები დასრულდა.
შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხი და პუტინსა და ზელენსკის პირადი შეხვედრა სხვადასხვა ფორმატში განიხილეს. კრემლის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ უშაკოვმა გაავრცელა და ის პირდაპირ პასუხს არ შეიცავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ მზადაა ტერიტორიული საკითხები მხოლოდ პუტინთან განიხილოს.
მივყვეთ ქრონოლოგიურად:
ტრამპისა და ზელენსკის პრესკონფერენცია
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას დონალდ ტრამპმა "უდიდესი პატივი" უწოდა და უკრაინას აშშ-ს მხრიდან "უსაფრთხოების კუთხით ძალიან, ძალიან დიდი დახმარება აღუთქვა".
ტრამპი განცხადებები:
ტრამპი თვლის, რომ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისმა ბოლო შეხვედრამ შესაძლოა გარკვეული შედეგი გამოიღოს. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პუტინს ომის დასრულება სურს.
ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივ სამიტს გამართავს ომის დასასრულებლად, თუ ზელენსკისთან მისი ამჟამინდელი შეხვედრა წარმატებული იქნება.
ამას გარდა, შეერთებული შტატები ჩაერთვება უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, როგორც რუსეთთან ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი. ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ქვეყნები "თავდაცვის პირველი ხაზია", შეერთებული შტატებიც დაეხმარება მათ.
"უსაფრთხოების კუთხით ძალიან დიდი დახმარება იქნება", — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
როდესაც ჰკითხეს, თუ დამატებითი რა დახმარების გაწევას აპირებს ვაშინგტონი კიევისთვის, ტრამპმა უპასუხა: "ჩვენ ამჟამად უკრაინას არაფერს ვაძლევთ, იარაღს ვყიდით".
ზელენსკის განცხადებები:
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს "მკვლელობების შეჩერების" მცდელობისთვის და თქვა, რომ მზადაა სამმხრივი თანამშრომლობისთვის.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპს მელანია ტრამპის მიერ "უკრაინელი ბავშვების" შესახებ წერილის გადაცემისთვის და თავად გადასცა მას უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას წერილი მელანიასთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩაატაროს, თუ რუსეთთან ომი დასრულდება. "ჩვენ პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ, რადგან არჩევნები შეუძლებელია ომის დროს", — თქვა მან და დასძინა, რომ "უნდა მივცეთ ხალხს დემოკრატიული, ღია, კანონიერი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა".
ევროპელი ლიდერების განცხადებები ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი პრესკონფერენცია გაიმართა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დააყენა წინადადება უკრაინის საკითხი ოთხმხრივი შეხვედრაზე განიხილონ.
"ვფიქრობ, რომ შემდგომ ეტაპზე, ალბათ, ოთხმხრივი შეხვედრა დაგვჭირდება, რადგან როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ", — განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ლიდერობისთვის და განაცხადა, რომ მან გარდამტეხ როლს ასრულებს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ჩიხიდან გამოსასვლელად. "თუ ჩვენც ისევე კარგად ვიმოქმედებთ, შეგვიძლია დავასრულოთ" ომი, განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა და აღნიშნა აშშ-ის მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს კიევის უსაფრთხოების გარანტიებში.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის ერთიანობაზე მიუთითა და დასძინა, რომ ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში შეხვდნენ, როგორც "მეგობრები და მოკავშირეები". მან გაიხსენა, რომ ვაშინგტონმა ბრიუსელთან "ისტორიაში ყველაზე დიდი სავაჭრო გარიგება" დადო და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, ხელი შეუწყოს ბავშვების დაბრუნებას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმება მიღწევადია. ამავდროულად, ის უახლოეს მომავალში ელის, რომ ნათელი მოეფინება საკითხს, შესაძლებელია თუ არა გადაწყვეტილების პოვნა სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით.
"ერთ ან ორ კვირაში გავარკვევთ, შეგვიძლია თუ არა ამ პრობლემის მოგვარება, თუ ეს საშინელი ბრძოლა გაგრძელდება", — განაცხადა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან ერთობლივი მოლაპარაკებების დაწყებამდე.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ტრამპის დაპირებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის შესახებ "გარღვევა"უწოდა
NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის შესახებ გადამწყვეტია ომის შესაძლო დასრულებისთვის. ტრამპის განცხადება უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის მზადყოფნის შესახებ დიდი ნაბიჯია, განაცხადა რუტემ ტრამპს, ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე. "ეს ნამდვილი გარღვევაა და გადამწყვეტია. ამისთვისაც მადლობას გიხდით", —- თქვა რუტემ.
თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ძალიან კარგია NATO-ს ურთიერთდახმარების ხელშეკრულების მე-5 მუხლის დებულებების მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის შესახებ მოსმენა. ტრამპმა ადრე ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად იყო მონაწილეობა მიეღო უკრაინისთვის ნატოს მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაში.
ტრამპი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარწმუნა, რომ ომი უკრაინაში ქვეყნის ნების საწინააღმდეგოდ არ დასრულდება. ტრამპი აპირებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებას და თვლის, რომ მათ შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა.
ამავდროულად, ტრამპმა განაცხადა: "საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს შეუძლიათ მიიღონ - პრეზიდენტ პუტინთან თანამშრომლობით".
ზელენსკისთან და ევროპელ წამყვან ლიდერებთან შეხვედრაზე ტრამპმა დაადასტურა, რომ ისინი ასევე განიხილავენ "ტერიტორიების გაცვლას". ამავდროულად, ზელენსკიმ ვაშინგტონში განაცხადა, რომ ისეთი მგრძნობიარე საკითხები, როგორიცაა ტერიტორიები, უნდა განიხილებოდეს პუტინსა და ტრამპს შორის სამმხრივ შეხვედრაზე.
ტრამპმა პუტინს დაურეკა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეწყვიტა მოლაპარაკებები ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაჰკავშირებოდა. ამის შემდეგ, ვაშინგტონში შეხვედრა გაგრძელდა. შესაბამისი ინფორმაცია Reuters-ს ევროკავშირის დიპლომატმა დაუდასტურა. გერმანული ტაბლოიდი Bild იყო პირველი, ვინც ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ტრამპის თქმით, თეთრ სახლში მოლაპარაკებებისა და რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მან დაიწყო "პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრისთვის მზადება მოგვიანებით განსაზღვრულ ადგილას". ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ "ორივე პრეზიდენტი და მე". პროცესს კოორდინაციას გაუწევენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი, წერს ტრამპი.
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
კომენტარები