კონცერტვოშინგი — როგორ იყენებს ქართული ოცნება მსოფლიო ვარსკვლავებს პროპაგანდისთვის
სუბსიდირებული კონცერტები, როგორც "მშვიდობის და სტაბილურობის" ნიშანი.
ფოტო: Jonathan Nackstrand / AFP / Getty Images
"ეს არის ზუსტად მშვიდობის ფასი", — ასეთი კომენტარით გაავრცელა ჯასტინ ტიმბერლეიკის საქართველოში გამართულ კონცერტზე გადაღებული ვიდეო ქართული ოცნების მხარდამჭერმა მომღერალმა ზურა ხაჩიძემ.
ქვეყანაში არსებული კრიტიკულად მწვავე სოციოპოლიტიკური კრიზისის დროს, როცა ქართული ოცნების ხელისუფლების "დამსახურებით" საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება განიხილება, თბილისში, დინამო არენაზე, ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა კონცერტი გამართა.
მეორე დღეს, როცა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამგორის რაიონში დევნილების გამოსახლება დაიწყო, კონცერტს ირონიული რუსულენოვანი კომენტარით გამოეხმაურა ქართული ოცნების პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე — "ჩელიაბინსკი, 2025 წლის 23 ივლისი" — რომლის პოსტიც ამაყად გააზიარა "ოცნების" კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, ვიქტორ სანიკიძემ.
მსგავსი ირონიული რიტორიკა იკითხება ქართული ოცნების პროპაგანდისტული გვერდების კომენტარებშიც, სადაც პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების ერთი ნაწილი ცინიკურად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ათიათასობით ადამიანი კონცერტზე იმყოფება, მეორე ნაწილი კი, გაცვეთილი გესლიანი კომენტარით შემოიფარგლება — "აბა, ხალხს უჭირსო?!". "ოცნების" პროპაგანდისტებმა ფოტომანიპულაციით რუსთაველზე მყოფი პროტესტანტების რაოდენობა და კონცერტზე დამსწრე აუდიტორიაც შეადარეს.
ქართული ოცნების პოლიტიკოსებისა და მხარდამჭერების ასეთი აქტიურობა შემთხვევითი არაა — ტიმბერლეიკის კონცერტი პროექტ Starring Georgia-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2023 წელს საქართველოს მაშინდელი მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა. უფრო ზუსტად, კამპანიის ფარგლებში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები სახელმწიფო სუბსიდირებით ტარდება. პროექტის ფარგლებში საქართველომ უკვე უმასპინძლა ბრუნო მარსს, ჯგუფებს OneRepublic, Imagine Dragons, The Killers, Guns N' Roses და Scorpions.
ერთი შეხედვით, Starring Georgia-ს მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება და საქართველოს პოპულარიზაციაა, მაგრამ იმ პირობებში, როცა ქართული ოცნების ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტს ვიწროპარტიული ინტერესებით, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების დასასჯელად იყენებს, პროექტს სხვა დანიშნულებაც ეძლევა.
რა არის "კონცერტვოშინგი"
ამერიკული როკჯგუფი Guns N' Roses, რომელმაც 30 მაისს გამართა კონცერტი საქართველოში.
ფოტო: Getty Images
"კონცერტვოშინგად" შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების მცდელობა, მუსიკალური ღონისძიების გამართვით გადაფაროს ქვეყანაში არსებული ვითარება, მოიგოს გარკვეული აუდიტორიის გული და შეიქმნას ან გამოისწოროს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე. ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფით ცნობილ საუდის არაბეთში ეს გავრცელებული პრაქტიკაა; 2021 წელს ჯასტინ ბიბერს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს, გაეუქმებინა საუდის არაბეთში დაგეგმილი გამოსვლა. ამავე ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტი 2019 წელს გააუქმა ნიკი მინაჟმაც და ქალების, ლგბტქ ადამიანებისა და გამოხატვის უფლებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
სწორედაც რომ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, საქართველოში ჯერ კიდევ შარშან გააუქმა დაგეგმილი კონცერტი ცნობილმა ინგლისურმა ჯგუფმა Massive Attack-მა. ჯგუფმა მაშინ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, სოლიდარობა გამოუცხადა და პირობა დადო, რომ ქვეყანაში მაშინ ჩამოვიდოდნენ, როცა იგი "თავისუფალი" იქნებოდა. ხელისუფლების დაფინანსებულ სცენაზე გამოსვლა კი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა იქნებოდაო, განაცხადა Massive Attack-მა.
თუმცა, რეპრესირებული ადამიანების ხმა ზოგჯერ ვერ აღწევს მსოფლიო ვარსკვლავებამდე, ან აღწევს, მაგრამ პასუხად გულგრილობა ხვდება, რადგან ფინანსური დაინტერესება უფრო დიდია — 2024 წლის ანგარიშით, პროექტ Starring Georgia-ისთვის გამოყოფილმა სახელმწიფო სუბსიდიამ 70 მილიონი ლარი შეადგინა.
თუმცა, 2023 წლის ფინანსური ანგარიშით, ინიციატივა მომგებიანი არ გამოდგა, რადგან საორგანიზაციო ხარჯები 37 მილიონ ლარს აღწევდა, ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა — 15 მილიონ ლარს, სპონსორებისგან მხარდაჭერა კი — მხოლოდ 3 მილიონ ლარს.
ამდენად, საინტერესოა, რატომ გაგრძელდა პროექტი, რომელიც იმდენად წამგებიანი აღმოჩნდა, რომ მასში ჩადებული თანხის ნახევარიც კი ვერ ამოიღეს?
პარტიაზე მორგებული სახელმწიფო ბიუჯეტი
2023 წელს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის ცენტრ ათინათის გამოფენის გახსნაზე, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად, კედელზე დატოვა წარწერა — "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".
ფოტო: 4710 Contemporary Art Gallery / IG
რადგან Starring Georgia-ის ზედამხედველობა თავის დროზე კულტურის სამინისტროს ებარა, ჩვენც ამავე უწყების საქმიანობას გავყვეთ — როგორ ნაწილდება კულტურის სფეროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ისედაც არცთუ დიდი თანხა. ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელსაც უწყების დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში რეპრესიების დაწყება მიეწერება, აღნიშნა, რომ "საბანი არის ერთი და ეს საბანი მაქსიმალურად უნდა ეყოს ბევრ ადამიანს, პროექტს".
თუმცა, საბანი შერჩევითად გადაეფარა ადამიანებსაც და პროექტებსაც. იქ, სადაც მოახერხა, კულტურის სამინისტრომ "რეორგანიზაციის" სახელით მასშტაბური საკადრო ცვლილებები წამოიწყო — მათ შორის, კინოცენტრში, მწერალთა სახლსა და ეროვნულ მუზეუმში. ამ პროცესის შედეგად დათხოვნილმა არაერთმა თანამშრომელმა მოგვიანებით სასამართლო დავა მოიგო. ხოლო იქ, სადაც ცენზურამ და კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობებმა ვერ გაჭრა, დასჯის ინსტრუმენტი სწორედაც რომ სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა გახდა.
ჯერ კიდევ 2022 წელს კულტურის სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს. გასულ წელს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს და ჟურნალ არილს, რომელიც დღემდე მკითხველების დონაციებით არსებობს.
ამის პარალელურად, "რეორგანიზებულ" დაწესებულებებში თანამდებობებზე "ოცნების" პროპაგანდისტები დაინიშნნენ და მათი ბიუჯეტიდან დაფინანსება დაიწყო; წინა წლის დასაწყისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე (EFM) ეროვნული კინოცენტრის დელეგაციის წარდგენას, სადაც პროპაგანდისტულ არხ POS TV-ის წამყვანები, ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი აღმოჩნდნენ. ოდიშარია, ამავდროულად, კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი გახდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს გასაკვირი, რატომ მოვიხსენიებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებულ კონცერტებს "ქართული ოცნების დაფინანსებულად".
ეთიკური დილემა — უნდა ვესწრებოდეთ სუბსიდირებულ პროპაგანდისტულ კონცერტებს?
"მშვიდობიანი დემონსტრანტების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერების ცემა, დაკავება, მუქარა, ასევე, კანონები, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და ლგბტქ ადამიანების უფლებებს ლახავს, იმ ყველაფერს ეწინააღმდეგება, რისაც გვჯერა", — Massive Attack საქართველოში დაგეგმილი კონცერტის გაუქმების მიზეზებზე.
ფოტო: Everynight Images / Alamy
Starring Georgia-ის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, "ხელმისაწვდომი გახადონ ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა". ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს თუნდაც სუბსიდირებულ კონცერტზე დასასწრები ბილეთი ქვეყანაში, სადაც საშუალო საათობრივი ანაზღაურება 8-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირში. თუმცა, რომც გამონახოთ, მინიმუმ, 280 ლარი წინა საუკუნის ჯგუფის ცოცხლად მოსასმენად, ჩნდება ეთიკური დილემა, რამდენად მართებულია პრორუსული პარტიის ხელისუფლების იმიჯურ კონცერტზე დასწრება.
ქართული ოცნების პოლიტიკოსებისა და მხარდამჭერების გამოხმაურება, რომლის მაგალითებიც დასაწყისში მოვიყვანეთ, ადასტურებს, რომ ეს კონცერტები მარჯვე ინსტრუმენტია მათი პროპაგანდის გასავრცელებლად, თითქოს, ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობაა და მოსახლეობის უმრავლესობას ისედაც მრავალმხრივ პრობლემური ჯასტინ ტიმბერლეიკი უფრო აინტერესებს, ვიდრე "ოპოზიციის" პროტესტი.
თუმცა, პროტესტი ხომ სამოქალაქოა, ამიტომ, ალბათ სწორედ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, თავი ავარიდოთ აგიტაციურ სპექტაკლში მონაწილეობას.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა

კომენტარები