Emily in Paris ახალი სეზონით ბრუნდება — ყველაფერი, რაც ვიცით
ფოტო: Netflix
გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს Emily in Paris-ის მეოთხე სეზონიდან
მოემზადეთ, ჩვენი საყვარელი ამერიკელის ევროპული ვოიაჟი გრძელდება, ემილიმ, ამჯერად, ვენეციაში გადაინაცვლა. სულ ახლახან ნეტფლიქსმა გაგვანდო, რომ სერიალის გადაღებები ოფიციალურად დაწყებულია და მეხუთე სეზონს ძალიან მალე ვიხილავთ.
სერიალი მოგვითხრობს ემილი კუპერის, ჩიკაგოელი მოდის ექსპერტის, შესახებ, რომელიც მოულოდნელად პარიზში გადადის სამუშაოდ. Emily in Paris-მა, წლების განმავლობაში, გულშემატკივრებისგან დადებითი გამოხმაურება მოაგროვა. სერიალის მეოთხე სეზონმა ნეტფლიქსის გლობალურ ტოპ 10-ში პირველი ადგილი დაიკავა და გამოსვლიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში, თითქმის 20 მილიონი ნახვა დააგროვა.
შოუს ახალი სეზონი ნეტფლიქსმა ჯერ კიდევ 2024 წელს დააანონსა, მეოთხე სეზონის მეორე ნაწილის გამოსვლიდან სულ რაღაც 4 დღეში. ლილი კოლინზმა სიახლე დილა მშვიდობისა, ამერიკა-ს დილის გადაცემაში გაგვაცნო, მოგვიანებით, ინფორმაცია ნეტფლიქსმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
როგორ დასრულდა მეოთხე სეზონი?
სერიალის მეოთხე სეზონმა მაყურებლებში დიდი ორაზროვნება გამოიწვია და ძალიან ბევრი საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა. გაბრიელთან და ალფისთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ემილი რომში აღმოჩნდება, სადაც ის ახალ ურთიერთობას მარჩელოსთან, უმბერტო მურატორის მემკვიდრესთან, იწყებს.
ემილის პროფესიულ კარიერაშიც საინტერესო სიახლეა, ვინაიდან მოდის ექსპერტი უმბერტო მურატორისთან ექვსთვიან კონტრაქტს აფორმებს და იძულებული ხდება, რომ რომში გადავიდეს საცხოვრებლად. ემილი მზადაა ახალი გამოწვევისთვის და იგი ცხოვრების ახალ ეტაპს იტალიაში იწყებს.
კადრი მეოთხე სეზონიდან
ფოტო: Giulia Parmigiani/Netflix
თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ემილის ახალი ცხოვრება რომში დაიწყო, სერიალის მთავარი სასიყვარულო სამკუთხედი კვლავ აქტუალურია. გაბრიელი აანალიზებს, რომ ემილის მიმართ გრძნობები ისევ აქვს და ალფის წახალისებით, გადაწყვეტს, რომ რომში ემილის გაჰყვეს.
ეს ყველაფერი ემილის ახალ რომანსა და მის წარსულს შორის პირდაპირ დაპირისპირებას იწვევს, რაც მაყურებელს კითხვას უჩენს — გაგრძელდება მისი ურთიერთობა მარჩელოსთან?
დაიწყო თუ არა ახალი სეზონის გადაღებები?
სერიალის შემქმნელების პასუხია — დიახ.
ნეტფლიქსის ცნობით, Emily in Paris-ის გადაღებები 2025 წლის 7 მაისს დაიწყო, ხოლო სერიალის პროდიუსერებმა გადასაღები მოედნიდან ფოტოებიც შემოგვთავაზეს, სადაც ემილის, თავის განუყრელ მეგობარ, ვესპასთან ერთად ვხედავთ.
ფოტო: Elle
ნეტფლიქსმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ეუჯენიო ფრანჩესკის, მარჩელოს როლის შემსრულებელს ვხედავთ. როგორც ამბობენ, დუეტი კადრებს იტალიის დედაქალაქის ლეგენდარულ Fendi-ს მაღაზიაში იღებდა.
განხილვის საკითხი გახდა, როცა გაირკვა, მე-5 სეზონის გადაღებები პარიზის ნაცვლად რომში მიმდინარეობდა და, როგორც აღმოჩნდა, სერიალის გადაღებები მესამე ლოკაციაზე, ვენეციაში, გაგრძელდება. ინფორმაციას ვენეტოს რეგიონის გუბერნატორი, ლუკა ზაია ადასტურებს.
"ეს არაჩვეულებრივი ამბავია, ვხედავთ, რამდენად მიმზიდველი ხდება ჩვენი რეგიონი გლობალური აუდიოვიზუალური წარმოებებისთვის", — განაცხადა ზაიამ იტალიურ პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში.
მან დასძინა, რომ რეჟისორი ენდრიუ ფლემინგი ამჟამად ადგილებს არჩევს ჩრდილოეთ იტალიის რეგიონის ვენეტოს კინოკომისიისა და ვენეციაში დაფუძნებული კომპანია 360 Degrees Film-ის დახმარებით.
ვენეციაში სერიალის გადაღებები, სავარაუდოდ, 5 აგვისტოს დაიწყება.
რას უნდა ველოდოთ ახალ სეზონში?
სერიალის მეოთხე სეზონი დასრულდა იმით, რომ სილვიმ ემილის სთხოვა სააგენტო გრატოს რომის ახალი ოფისისთვის ეხელმძღვანელა; მინდი შანხაიში მიემგზავრებოდა, რათა "ჩინური პოპვარსკვლავის" ჟიურის წევრი გამხდარიყო, ხოლო გაბრიელი რომისკენ მიიწევდა, რათა "მსოფლიოში საუკეთესო გოგო" დაებრუნებინა, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება, რადგან ეს გოგო უკვე ახალ რომანშია გახვეული მარჩელოსთან და იტალიაში ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს.
ლუკას ბრავო, გაბრიელის როლში
ფოტო: Netflix
სერიალის შემქმნელი, დარენ სტარი, ეთანხმება იმ აზრს, რომ გაბრიელსა და ემილის შორის "ნამდვილი ნაპერწკალია". მისი თქმით, გაბრიელს რთული გზა ელის.
"ვგრძნობ, რომ მათ აქვთ ნამდვილი რომანტიკული კავშირი და ეს ყველაფერი მომავალ სეზონშიც გაგრძელდება", — თქვა მან ნეტფლიქსის ბლოგში.
რომელი მსახიობების დაბრუნებას უნდა ველოდოთ მეხუთე სეზონში?
თავდაპირველად, მოსალოდნელი იყო, რომ მეოთხე სეზონში მონაწილე მსახიობების უმეტესობა ახალ სეზონში დაბრუნდებოდა, მათ შორის იყვნენ — მთავარი როლის შემსრულებელი ლილი კოლინზი, ეშლი პარკი (მინდის როლის შემსრულებელი), ლუკას ბრავო (გაბრიელი), ფილიპინელ ლეროი-ბოლიე (სილვი) და კამილ რაზატი (კამილი).
ლილი კოლინზი (ემილი) და ეშლი პარკი (მინდი)
ფოტო: Netflix
თუმცა, 2025 წლის 23 აპრილს, რაზატმა ინსტაგრამზე გულისამაჩუყებელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან განაცხადა, რომ ის სერიალს ტოვებდა.
"მივიღე გადაწყვეტილება, Emily in Paris-ს ჩამოვშორდე", — დაწერა რაზატმა ინსტაგრამის პოსტში — "ეს ნამდვილად შესანიშნავი გამოცდილება იყო, დაუვიწყარი მოგონებებით".
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ნამდვილად გულდასაწყვეტია, ნუგეშისმომგვრელია იმის ცოდნა, რომ, სავარაუდოდ, კვლავ დაბრუნდებიან მსახიობები — ლუსიენ ლავისკონტი (ალფი), თალია ბესონი (ჟენევიევა), სამუელ არნოლდი (ჯულიანი) და ბრუნო გუერი (ლუკი).
ფოტო: Netflix
Emily in Paris-ის გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენია, გასულ სეზონებს კიდევ ერთხელ ბეჯითად გადავავლოთ თვალი და მოთმინებით დაველოდოთ მეხუთე სეზონს, რომლის გამოსვლის თარიღი, ჯერჯერჯობით უცნობია.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები