მეტროპოლ შინდისი — სახლი, რომელიც ბუნების სიახლოვეს ჩაიფიქრე
ფოტო: მეტროპოლი
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი განაგრძობს სუბურბანული ცხოვრების ახალი სტანდარტების შექმნას და ამჟამად თანამედროვე დასახლების გაშენებას შინდისში იწყებს. პროექტი ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულად ინტეგრირებულ საცხოვრებელ სივრცესა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.
90 ჰექტარ ტერიტორიაზე 700-ამდე მიწის ნაკვეთის მონიშვნაა დაგეგმილი — ეს ყველაზე მასშტაბური სუბურბანული პროექტია, რაც კი საქართველოში განხორციელებულა. ახალი დასახლება მსოფლიოში წამყვანი დეველოპერების წარმატებულ პრაქტიკას ეყრდნობა და ქმნის სრულ ეკოსისტემას, სადაც თანამედროვე ცხოვრების ყველა ელემენტი ბუნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული.
ფოტო: მეტროპოლი
გიორგი მხეიძე, მეტროპოლის გენერალური დირექტორი: "მეტროპოლ შინდისი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტია, რომელშიც გათვალისწინებულია მსოფლიოში წამყვანი დეველოპერების გამოცდილება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ თანამედროვე, სრულფასოვანი ეკოსისტემა, სადაც ბუნება, კომფორტი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა გაერთიანდება. ჩვენი ხედვა მოიცავს მრავალფუნქციურობის, ინოვაციისა და კომფორტის პრინციპებს, რაც ამ საცხოვრებელ კომპლექსს უნიკალურ და მომხიბლავ ადგილად აქცევს“.
ფოტო: მეტროპოლ
შინდისი — ბუნებასთან ჰარმონიაში
მეტროპოლმა შინდისი მიზანმიმართულად შეარჩია მეორე სუბურბანული პროექტისთვის. ეს არის ტერიტორია, რომელიც ქალაქის ხმაურიდან სულ რამდენიმე წუთში სიმწვანეს, სიწყნარესა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს მომავალ მობინადრეებს. მისი ბუნებრივი ლანდშაფტი და თბილისთან სიახლოვე ქმნის ცხოვრების სრულყოფილ და გამორჩეულ გამოცდილებას.
ფოტო: მეტროპოლი
სრული ინფრასტრუქტურა და ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება
პროექტის მთავარი მიზანია, დააფუძნოს სრულფასოვანი, დამოუკიდებელი დასახლება — სივრცე, სადაც ყოველდღიური ცხოვრების ყველა საჭირო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი:
- ცენტრალური პარკი;
- ღია საცურაო აუზი და სპა სივრცე;
- პადელის მოედანი და სპორტული ზონები;
- ველო- და სარბენი ბილიკები;
- ღია კინოთეატრი და სკეიტპარკი;
- კომერციული ზონა: მაღაზია, აფთიაქი, საკონფერენციო დარბაზი, კვების ობიექტი, სამუშაო სივრცე და სერვისცენტრები (ქიმწმენდა და სხვა).
სწორედ ასეთი მრავალფუნქციური კონცეფცია აქცევს მეტროპოლ შინდისს სრულფასოვან სუბურბანულ დასახლებად და ხელს უწყობს ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებას.
ფოტო: მეტროპოლ
არქიტექტურული პროექტი
პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის შეძენისას თითოეულ მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა არქიტექტურული პროექტი, სადაც 15 განსხვავებულ დიზაინს შორის შეუძლია აირჩიოს სასურველი. ამავდროულად, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, კომპანია მეტროპოლი სურვილის შემთხვევაში მომავალ მობინადრეებს სახლს თავადაც აუშენებს.
ჭკვიანი ეკოსისტემა
პროექტში ინტეგრირებულია სმარტ ტექნოლოგიები — ჭკვიანი განათება, ენერგოეფექტური მოწყობილობები, უსაფრთხოების სენსორები და ავტომატური მართვის სისტემები, რაც თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
წინასწარი გაყიდვები და განსაკუთრებული შეთავაზებები
შინდისის პროექტის წინასწარი გაყიდვები 2025 წლის 18 ივნისიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე 1 სექტორი მიწის ნაკვეთები გაიყიდება, რაც 45 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებულ 270 ნაკვეთს აერთიანებს. პროექტი 600-იდან 2255 კვ.მ-ამდე მიწის ნაკვეთებს მოიცავს, კვადრატული მეტრის ფასი კი $175-იდან იწყება.
დაინტერესებული პირებისთვის გაყიდვების საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია განსაკუთრებული შეთავაზებები და გამარტივებული გადახდის პირობები.
დასახლების ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად განვითარდება და პირველი საცხოვრებელი სექტორი სრულად 2027 წლის დეკემბერში იქნება მზად.
მეტროპოლის შესახებ
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა.
მეტროპოლი გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 7 მიმდინარე და 4 დაგეგმილი პროექტია. თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი მეტროპოლ ბაგები, ამჟამად პროექტების – მეტროპოლ ქავთარაძისა და მეტროპოლ ორთაჭალის მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, მეტროპოლის სუბურბანული პროექტების — მეტროპოლ ლისისა და მეტროპოლ შინდისის მშენებლობა დაიწყო.
ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები — მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მეტროპოლ პარალელის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. კომპანიის ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები