ლევან სანიკიძე

9 Jun. 2025, 12:44

"თინა ჩემი უახლოესი მეგობარია.

გუშინ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჰქონდა. ღმერთმა ყველა დედა, მეუღლე აშოროს იმისგან, რაშიც ის გაატარეს.

თინამ შეძლო და გადალახა ყველა შიში, წინააღმდეგობა, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ და პოლიტიკოსმა.

კი, თინას არ პატიობენ პრინციპულობას, აქტიურობას, ერთგულებას, ამიტომ ამოიღო ბიძინამ სამიზნედ, ამოიღო ყველაზე არაადამიანური ფორმით და ოჯახს შეეხო.

ფეხებს ვერ მოჭამთ, არ იცნობთ თქვენ თინას. გაუტეხელი, ჯიუტი ქალია, რომელსაც ოჯახზე თუ შეეხები ყველაფრის უკან მოტოვება შეუძლია.

ვერ შეაშინებთ, თქვენც მოგიტოვებთ ქოცებო!

დღეს საჯაროდ ნახეთ ზუსტად ის თინა, რომლითაც მე ასე ვამაყობ.

პ.ს. ამიტომ უნდა მოიცადო კაცმა, სანამ ღლიცინს, დაცინვას, შეურაცხყოფას მიაყენებ იმ ადამიანს, რომელსაც უზარმაზარი პერსონალური რეპუტაციული დარტყმის სანაცვლოდ მოუწია საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა. დიდი იმედი მაქვს, რომ შეგრცხვათ!"

ენმ-ს ლიდერმა, თინათინ ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. ბოკუჩავას თქმით, იოსელიანზე 8 საათის განმავლობაში ძალადობდნენ და მას ემუქრებოდნენ შვილების უსაფრთხოების ხელყოფით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

"ასაწყობი სკოლების" ტენდერში გამარჯვებული კომპანია ცნობილია. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აგვისტოს ბოლოს…