პედრო პასკალი ჯოან როულინგს "საზიზღარ ლუზერს" უწოდებს
ფოტო: Samir Hussein / WireImage; Stuart C. Wilson / Getty Images
პედრო პასკალი ჰარი პოტერის ავტორს, ჯოან როულინგს, "საზიზღარ ლუზერს" უწოდებს. წარმოშობით ჩილელი მსახიობი, რომელიც ლგბტქ ადამიანების აქტიური მხარდამჭერია, სწორედ ამ შეფასებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში როულინგისადმი ბოიკოტის მოწოდებას.
"ჩვენი საზოგადოებრივი ვალია, წარუმატებელი გამოდგეს ნებისმიერი რამ, რაც ჰარი პოტერს უკავშირდება", — განაცხადა ინსტაგრამზე ერთ-ერთმა ქვიარ აქტივისტმა, — "რადგან შედეგი დაინახოს ამ ამაზრზენმა ნაგავმა".
ვიდეო პასკალმაც მოიწონა და კომენტარი დატოვა.
"ზუსტადაც რომ ამაზრზენი ნაგავია. საზიზღარი ლუზერის საქციელი", — წერს მსახიობი.
პედრო პასკალს, რომელსაც HBO-ის სერიალმა The Last of Us მოუტანა განსაკუთრებული პოპულარობა, არაერთხელ გაუკეთებია ლგბტქ ადამიანების მხარდამჭერი განცხადება და წითელ ხალიჩაზეც ხშირად გამოჩენილა თავისი ტრანსგენდერი დის, ლაქსის, თანხლებით.
აი, ჯოან როულინგი კი, კვლავაც ტრანსფობიის ბრალდებით, კრიტიკის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვა ახლახან. მწერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც შამპანურითა და სიგარით აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქალის იურიდიული განმარტება განისაზღვროს მისი დაბადებისას მინიჭებული სქესით. აღნიშნული განსაზღვრება ტრანსგენდერ ქალებს ქალებად არ ცნობს.
რა ხდება როულინგის თავს
ფოტო: Getty Images
იმის მიუხედავად, რომ ჰარი პოტერი წლების შემდეგაც რჩება ფანების საყვარელ ისტორიად, ბოლო წლებში საგის ავტორი, ჯოან როულინგი, კრიტიკის სამიზნეში არაერთხელ მოხვდა. მიზეზად დიდწილად მისი შეხედულებები იქცა — მწერალი ბევრჯერ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში.
თავდაპირველად, ამის საფუძველი მკვლევარ მაია ფორსტეიტერის დაცვა გახდა. ეს უკანასკნელი სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადების — "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ" — გამო დაითხოვეს. მოგვიანებით, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე არსებობს". შემდეგ, მწერალი თავის დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის გააკრიტიკეს.
კრიტიკამ კი სხვადასხვაგვარი ფორმა მიიღო — ტიკტოკის მომხმარებლები ჰარი პოტერის წიგნებსაც კი წვავდნენ. 2021 წელს როულინგმა ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ თავისი სახლის მისამართი "სამმა აქტივისტმა" გაასაჯაროვა. ეს ფაქტი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ და შოტლანდიის პოლიციამ აღკვეთეს, თუმცა, მწერლის თქმით, მან სიკვდილის მუქარებიც კი მიიღო.
ავტორისადმი "მიმართული სიძულვილის ტალღა" არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯადოსნური არსებების მსახიობმა ედი რედმეინმა დაგმო.
2021 წელს როულინგმა ტვიტერზე სტატიაა გააზიარა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "პოლიცია კაცის გენიტალიების მქონე გამაუპატიურებელს ქალად აღნიშნავს, თუკი თავდამსხმელი საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს".
"ომი მშვიდობაა. თავისუფლება ტყვეობაა. უგუნურება ძალაა. პენისიანი ინდივიდი, რომელმაც გაგაუპატიურა, ქალია", — დაწერა მწერალმა პოსტის აღწერაში.
მწერალთან გასამიჯნად ქვიდიჩის მსოფლიო ასოციაციებმაც გადაწყვიტეს სახელის შეცვლა. ავტორი დაადანაშაულეს ანტისემიტიზმშიც.
2022 წლის აგვისტოში, როცა მწერალ სალმან რუშდის აშშ-ში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოკვლით დაემუქრნენ ჯოან როულინგსაც.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჰარი პოტერის სამყარო იზრდება: სულ მალე, ამ ზაფხულს, HBO პოტერიადის მიხედვით სერიალის გადაღებებს დაიწყებს.
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 152.2%-ია ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 152.2%-ია
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
კომენტარები