სინდისის პატიმრების მშობლები ახალ მოძრაობას "სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის" იწყებენ
2 აპრილს, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილმა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის აარსებენ და ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებენ.
პატიმრების ოჯახის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ 8 აპრილს, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან და დაღუპულთა სულების პატივსაცემად ღამეს გაათევენ.
"ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას — "სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის" და ვაცხადებთ შემდეგს:
გვინდა დავიწყოთ წინადადებით — 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვის და შეუდრეკელი სულისკვეთებისთვის, ვინც დღემდე მოგვიყვანა. ქედს ვიხრით თქვენი თავდადებისა და ბრძოლისთვის. შესაბამისად, არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ეჭვი შეიტანონ თქვენს სულისკვეთებასა და პატრიოტიზმში. დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ შვილებს, ძმებს, დებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის იდეისთვის და არ დავუშვებთ უდანაშაულოდ მათ ციხეში დარჩენას.
ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის.
მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას; ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას, სადაც ხალხი თავისუფლად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს.
ჩვენ ვუხმობთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და სამართლიანობა, სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტებს, მედიას, ხელოვანებს, მასწავლებლებს, ექიმებს, მთელ საქართველოს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შვილების ან ერთი ჯგუფის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ყველასთვის, ვისაც არ სურს დიქტატურა, რუსეთის გავლენა და უსამართლობა.
დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ამ ბრძოლაში, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვიკრიბებით 8 აპრილს მემორიალთან და ვათენებთ ღამეს ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა სულების პატივსაცემად რუსთაველზე. გამარჯვება ხალხშია, გავიმარჯვეთ სახელოვნად" — ნათქვამია რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივი განცხადებაში.
განცხადების მეორე ნაწილში კი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა პოლიტიკურ პარტიებს, საპატრიარქოს, მოქალაქეებს, საერთაშორისო პარტნიორებს, სტუდენტებსა და "ოცნების" ხელისუფლებას მიმართეს.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ 3 მთავარი მიზნის გარშემო, ესენია:
- ახალი არჩევნები;
- პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება;
- ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს;
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა ასევე მიმართეს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, გამოვიდნენ ქუჩაში და გააპროტესტონ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ევროპიდან რუსეთისკენ ცვლილება, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, ასევე "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რეპრესიული კანონები.
პატიმრების მშობლებმა ასევე მოუწოდეს ბიზნესმენებს, ნუ დააფინანსებენ რეჟიმს. მხარდაჭერის თხოვნით, მიმართეს საჯარო მოხელეებს.
"ევროკავშირის ქვეყნებსა და დასავლეთის სახელწმიფოებს მოგიწოდებთ და გთხოვთ, ვიდრე არალეგიტიმური, რუსული რეჟიმი მოახდენს ჩვენი ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, მოახდინოთ მყისიერი და სწრაფი რეაგირება, მკაცრი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები გაავრცელოთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, მისი ბიზნესპარტნიორების, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების, ასევე მისი კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და სისტემის ძალადობაში მხილებული ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების, ასევე რეჟიმის სასამართლოს, პროკურატურის, პროპაგანდისტული ტელევიზიებისა და პროპაგანდის მიმართ" — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში მათ ასევე მოუწოდეს ოცნებას გაათავისუფლონ სინდისის პატიმრები და დანიშნოს ახალი არჩევნები და დასძინეს, რომ "ქვეყანაში რევოლუციას აწყობს არა ხალხი, არამედ ხელისუფლების უსამართლო და უგუნური გადაწყვეტილებები". სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი უფლებას იტოვებენ, მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ.
"იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, მაშინ ქვეყანაში განვითარებულ ნებისმიერ მოვლენაზე, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მას. ქვეყანაში რევოლუციას აწყობს არა ხალხი, არამედ ხელისუფლების უსამართლო და უგუნური გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ქვეყანაში მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად დაეკისრება თვითმარქვია ოცნების ხელისუფლებას.
ჩვენ, ლეგიტიმური და სამართლიანო მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ პროტესტის უფრო მკაცრ და რადიკალურ ფორმებს: სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვას, კორუმპირებული ჩინოვნიკების, დასანქცირებული და ასევე კორუმპირებული მოსამართლეებისა და პროკურორების, მინისტრებისა და სხვა ჩინოვნიკებისთვის ყველგან და ყოველთვის დისკომფორტის შექმნას" — ნათქვამია განცხადებაში.
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა, ასევე თხოვნით მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს, შეასრულოს პოზიტიური როლი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, მოახდინონ ერის კონსოლიდაცია და შერიგება.
"ილია მეორეს, როგორც ერის სულიერ მამას ხელეწიფება დაარიგოს ხელისუფლება და მიაღებინოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - განთავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები". — ნათქვამია სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებაში.
-
იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას
გადახედვა
-
7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited) 7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited)
გადახედვა
-
გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა
გადახედვა
-
რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
-
$1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
გადახედვა
-
"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა 10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
გადახედვა
-
საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ
გადახედვა
-
ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს
გადახედვა
-
მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ
გადახედვა
-
მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია
გადახედვა
-
სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს
გადახედვა
-
ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ
გადახედვა
-
10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული 10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული
გადახედვა
-
თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს
გადახედვა
-
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
-
"ოცნების" დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა "ოცნების" დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა
გადახედვა
კომენტარები