მოსამართლე ლელა კალიჩენკომ, პროევროპულ აქციებზე დაკავებული არჩილ მუსელიანი პატიმრობაში დატოვა
სათვალთვალო კამერის სადენებისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანი, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა. სხდომა დღეს, 22 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ამასთან, კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
არჩილ მუსელიანს პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. იგი თავდაპირველად, პროევროპული აქციების პერიოდში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მუსელიანი ბრალს არ აღიარებს და იგი იზოლატორში "შანტაჟის, მუქარის და დაშინების მსხვერპლი“ გახდა, თან დასძენს რომ სამართალდამცავებმა იგი მოტყუებით დააკავეს და დაკითხვის ოქმზეც ხელი მოტყუებით მოაწერინეს.
"დაკავების, დაკითხვის პროცესი იყო უკანონო. დაკავების პროცესი განხორციელდა მოტყუებით, დაკავების დრო იყო სხვა და ოქმში აღნიშნული დრო კი, სხვა. [ასევე ადგილი ჰქონდა] დაკითხვის ოქმებში მოტყუებით ხელმოწერას. იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი მუქარა ზეწოლა და ა.შ.
არ ვაპირებ არანაირ თანამშრომლობას რეჟიმის პროკურატურასთან, არც დათმობას. ბრალდებას, რაც წარმიდგინეს არ ვაღიარებ. საპროცესო შეთანხმებაზე ხომ საუბარი ზედმეტია", — განაცხადა მუსელიანცმა სასამართლო სხდომაზე.
როგორც ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი აღნიშნავს, სამართალდამცავებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებისას სცემეს. ადვოკატმა სხდომაზე, ბრალდების მხარის მხრიდან წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ისინი საპროცესო ნორმების დარღვევით არის მოპოვებული.
ვარდიაშვილის თქმით, მუსელიანცი დაკავების შემდეგ 5 დღე ადვოკატის გარეშე იყო.
"არჩილ მუსელიანცს ედავებიან ცეცხლის წაკიდებას პარლამენტთან დამონტაჟებული კამერაზე.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს. მასზე იყო, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას სთავაზობდნენ გარიგებას, თუ დაადებდა ხელს რომელიმე პოლიტიკოსს, ვინც უხდიდა თანხას, ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა, რომ გაეშვათ. აჩვენებდნენ თითქმის ყველა პოლიტიკოსის სურათებს, ესენი არიან არა მთავრობის წარმომადგენლები, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლები. თქვა, რომ ტელეფონში მაჩვენებდნენ სურათებს და შენ დაგვიდე ხელი, ვინ გიხდის თანხასო", — განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა.
რაც შეეხება სამართალდამცველების მხრიდან ფოტოების ჩვენების ნაწილს, როგორც სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად იყოს ცნობილი, პროკურორის თქმით, აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს, თავდაპირველად დააკავეს ადმინისტრაციული მუხლით, თუმცა შემდეგში სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
იმ შემთხვევაში, თუ მუსელიანცს ბრალი დაუმტკიცდა 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
კომენტარები