ანრი კვარაცხელიას ადვოკატი: დილის 8 საათზე აიყვანეს ბინიდან. სახლში შესვლის მომენტი იყო ძალადობრივი
ფოტო: ტვ პირველი
დილით პოლიციამ საპროტესტო აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელია საკუთარი ბინიდან აიყვანა. როგორც ადვოკატი და ოჯახის წევრები ჰყვებიან, მოთხოვნის მიუხედავად, პოლიციელებს არ წარუდგენიათ მათთვის განჩინება და სახლში შესვლის მომენტი იყო ძალადობრივი.
კვარაცხელიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი აქციებზე ყავას, პირბადეებს და ფიზიოლოგიურ ხსნარებს არიგებდნენ, რის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც არსებობს და ვარაუდობენ, რომ სამართალდამცველების მისვლა სწორედ ამით იყო განპირობებული და ეს არის ანგარიშსწორება აქციის მონაწილეებზე.
კვარაცხელიას ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ტვ პირველთან საუბრისას ამბობს, რომ კვარაცხელია დილის 8 საათზე დააკავეს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა.
"რაც შეეხება თვითონ ბინის ჩხრეკის და დაკავების ეპიზოდს, მოხდა ისე, რომ არ წარუდგინეს განჩინება ბინაში მცხოვრებ პირებს. სახლში შესვლის მომენტი იყო როგორც ოჯახი აღწერს ძალადობრივი.
[ბრალდება] სავარაუდოდ პოლიციელზე თავდასხმა, რომლის შესახებაც, სავარაუდოდ, ხვალ დღის განმავლობაში ბრალს წაუყენებენ.
მისი პოზიცია არის ის, რომ, რა თქმა უნდა, აქციაზე იმყოფებოდა, აფიქსირებდა თავის აზრს მშვიდობიანად და მის არანაირ მოქმედებას არცერთი პოლიციელის მიმართ ზიანი არ მოჰყოლია და ზიანი არ მოუყენებია", — ამბობს ადვოკატი.
საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების ბინაში შესვლას იხსენებს კვარაცხელიას ცოლი, რომელიც ჰყვება, რომ პოლიციელებს მოთხოვნის მიუხედავად, არაფერი წარუდგენიათ მათთვის ჩხრეკის ნებართვასთან დაკავშირებით. ასევე მას და სახლში მყოფ ანრი კვარაცხელიას დას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურადაც შეეხნენ, "ყელში წაუჭირეს ხელი".
"ვიღაცა ჩუმად კარებს აღებდა, ხმაური როცა გავიგეთ და ვიკითხეთ ვინ იყო, გვითხრა, რომ ჩვენი მეზობელი იყო… ჩვენ ვიცოდით ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ამიტომ დავეჭვდით, ამიტომ მოვთხოვეთ ეთქვა ვინ იყო, სახელი და გვარი.
ვერც ლაივის ჩართვა მოვასწარით ტელეფონში, გადავიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოები, არაფერი არ წარუდგენიათ, ძალიან ცუდად გველაპარაკებოდნენ, მე და ჩემი მეუღლის დას გვაგინეს, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ყელში წამიჭირა და ტელეფონის გადადგება მომთხოვა, განვუცხადეთ რომ პოლიციაში დავრეკავდით, ეთქვათ მათ სახელები და ზუსტად ვციტირებ "დარეკე მერე არავის არ მოჭამოთო" ეს იყო მაგათი პასუხი", — ამბობს კვარაცხელიას ცოლი.
კვარაცხელიას და, რომელიც ასევე იმყოფებოდა ბინაში, ამბობს, რომ ისინი საპროტესტო აქციებზე დადიოდნენ და აქციის მონაწილეებს ყავას, პირბადეებს და ფიზიოლოგიურ ხსნარებს ურიგებდნენ.
"მე უბრალოდ ვეხმარებოდი რომ აქციაზე ყავა, პირბადეები და ხსნარი დაგვერიგებინა, რომ ხალხისთვის მიგვეწოდებინა ეს ყველაფერი. ასევე ჩემი ძმაც ეხმარებოდა და სამივე ერთად ვაკეთებდით ამ ყველაფერს, ამის ვიდეოები და სურათებიც არის", — ამბობს ანრი კვარაცხელიას და.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ნ.ჯ., ხოლო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ა.კ. და 1993 წელს დაბადებული ს.ს.
მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები