დაიბრუნე 40% საქართველოს ბანკის Student და sCool Card-ით ველიზე შოპინგისას
ფოტო: VELI.store
VELI.store ზრუნავს თითოეული მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნაზე. მათ შორის, ცდილობს, ახალი თაობისთვისაც, ხელმისაწვდომი გახადოს აქტუალური პროდუქცია. ამიტომ, Black Friday-ის ფარგლებში ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია 50%-მდე ფასდაკლებით აღმოაჩინო ნივთები მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან და ამასთანავე, უკვე არსებული ფასდაკლებების პარალელურად ისარგებლო აქციებით.
ამჯერად, ველი საქართველოს ბანკთან ერთად, სპეციალურად სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის შექმნილ, კიდევ ერთ აქციას გთავაზობს. 28 ნოემბერს ისარგებლე ქეშბექ აქციით საქართველოს ბანკის Student და sCool Card-ით გადახდისას. შეთავაზება ვრცელდება ველის სრულ ასორტიმენტზე.
აქციით, 28 ნოემბერს 1 სრული დღის განმავლობაში სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეუძლიათ დაიბრუნონ 40% ქეშბექი მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. ხოლო, sCool Card-ის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია ჯერ მოსწვლეების საბანკო აპლიკაცია BOG sCoolApp-ში შეთავაზების გააქტიურება. ქეშბექს მომხმარებელი დაიბრუნებს ერთჯერადად. ამასთანავე, გაითვალისწინე რომ იმ შემთხვევაში თუ დამახსოვრებული გაქვს მომხმარებელს ბარათი (Student ან sCool Card) გადახდისას აუცილებელი იქნება ბარათის მონაცემის თავიდან შევსება.
შეიძინე საუკეთესო ნივთები სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის და დაიბრუნე ქეშბექი:
Logitech Pop Keys
ფოტო: VELI.store
კომპიუტერული ტექნიკა თანამედროვე სტუდენტისა თუ მოსწავლის ყოველდღიურობის ის ნაწილია, რომლის მიმართაც მომხმარებლებს განსაკუთრებით აქვთ საიმედოობისა და ხარისხის მოთხოვნა. თუმცა, გამორჩეულ ხარისხთან ერთად შეგიძლია განსაკუთრებული დიზაინიც მიიღო.
Logitech შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც ინოვაციებსა და ხარისხზეა ორიენტირებული. ბრენდის პროდუქტებს უამრავი ადამიანი იცნობს მსოფლიოს მასშტაბით და ის განსაკუთრებით გეიმერებს უყვართ. თუმცა, ბრენდი არამხოლოდ გეიმერებისთვის ორიგინალური დიზაინის საყვარელ ნივთებს ქმნის.
ბრენდისგან შეგიძლია შეიძინო Logitech Pop Keys, რომელიც დახვეწილი დიზაინის კლავიატურაა სახალისო ღილაკებით. ის თავსებადია PC, Laptop, Windows, Mac, Chrome OS, Android, iPad OS მოწყობილობებთან. მისი დაკავშირება შესაძლებელია ერთდროულად 3 მოწყობილობასთან.
Eucerin DermoPure — სახის ტონერი
ფოტო: VELI.stor
ასევე, შეგიძლია შეარჩიო საუკეთესო საშუალებები კანზე ზრუნვისთვის. Eucerin-ის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და ინოვაციური მედიცინის განვითარებას უკავშირდება კანის მოვლისთვის. ბრენდის სათავეებთან დგას პოლ ბაიერსდორფის აფთიაქი ჰამბურგში. შემდგომში, ბიზნესი ფარმაცევტმა ოსკარ ტროპლოვიცმა შეიძინა, რომელმაც პროდუქციის წარმოება Beiersdorf-ის სახელით დაიწყო.
დერმატოლოგ პოლ გერსონ უნასთან მჭიდრო თანამშრომლობამ განაპირობა ის, რომ პროდუქტები ეფუძნებოდა კანის შესახებ უახლეს კვლევებს. დღესაც კი, თითოეული პროდუქტი მეცნიერულად დასაბუთებული და კლინიკურად დადასტურებულია როგორც ეფექტურობის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ველიზე შეგიძლია შეიძინო Eucerin DermoPure სახის ტონერი, რომელიც არის ყოველდღიური გამწმენდი და კანის მოვლის საშუალება. მისი ანტიბაქტერიული ფორმულა შეიცავს 2% რძემჟავას, რომელიც ნაზად ასუფთავებს ფორებს გამოშრობის გარეშე, ამცირებს ბაქტერიების განვითარებას და აფერხებს გამონაყარს. განსაკუთრებით ეფექტურია T-ზონაზე და სხვა პრობლემურ ადგილებზე. ტონერის გამოყენება შესაძლებელია აკნეს რეგულარულ მკურნალობასთან ერთად.
Lexon — პორტატიული სანათი
ფოტო: VELI.store
ასევე, კიდევ ერთი ნივთი, რომელიც შესანიშნავი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის Lexon-ის LED სანათი იქნება. 30 წლიანი არსებობის განმავლობაში Lexon-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც ფრანგული დიზაინის მსოფლიოს ბრენდმა.
Lexon, პორტატიული LED სანათი მოხსნადი, ბრუნვადი მაგნიტური თავით, პრაქტიკული და საჭირო აქსესუარია მოსწავლის მაგიდისა თუ საძინებელი ოთახისთვის. სანათი მოსახერხებელია კითხვისა და მუშაობის დროს. აქვს განათების 9 განსხვავებული ფერი, ხოლო ფერის ცვლილებას და სიკაშკაშის რეგულირებას კი ღილაკზე შეხებით შეძლებ.
ფოტო: VELI.store
სტუდენტები ბევრ ენერგიას ხარჯავენ და აუცილებელი ხდება ძალების მაღალენერგეტიკული საკვებით აღდგენა. Loomba ქართული ბრენდია, რომელიც კონსერვანტებისგან თავისუფალ, ჯანსაღ და გემრიელ სნექებს გთავაზობს.
ველიზე შესაძლებელია შეიძინო, როგორც ცალკეული მათგანი — ნუშისა და ქოქოსის ბურთი ან მიწისთხილისა და შოკოლადის ბურთი, ასევე შეგიძლია Loomba ნაკრები გასინჯო და გემრიელი წასახემსებლებით აღიდგინო ენერგია.
სკეჩმემორი — ბლოკნოტი
ფოტო: VELI.sto
სკეჩმემორის ბლოკნოტები ჩანაწერებისა თუ ჩანახატების მოყვარულებისთვის იდეალური არჩევანია. ჰოლმენის ფურცლების თერმული კინძვა ბლოკნოტს ახალგაზრდების გამძლე და საიმედო პარტნიორად აქცევს. ყდების მრავალფეროვნება კი არცერთ მათგანს დატოვებს გულგრილს. შეარჩიე შენი საყვარელი დიზაინი და გააცოცხლე ფანტაზია ბლოკნოტის ფურცლებზე. სკეჩმემორის ბლოკნოტის ყდა წარმოდგენილია chili peppers დიზაინით.
სახატავი პლანშეტი Huion Kamvas Pro 12
ფოტო: VELI.store
შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი ნივთი იქნება Huion Kamvas Pro 12 სახატავი პლანშეტი. მოწყობილობა 29.4 სანტიმეტრიანი ეკრანითა და 1920 x 1080 გაფართოებით იდეალურია ხატვისთვის — იმისთვის რომ შენი ყველა ბრწყინვალე იდეა იდეალურად აღბეჭდო. პლანშეტს კორპუსზე აქვს Touch Bar-ი და 6 ღილაკი სხვადასხვა ფუნქციით (ჩართვა-გამორთვის ღილაკი, 4 Express ღილაკი და ფუნქციის ღილაკი). ასევე, Huion Kamvas Pro 12-ს მოჰყვება მგრძნობიარე, მსუბუქი და გამძლე სტილუსი, რომელიც უბატარეოა და დატენას არ საჭიროებს.
STANLEY — თერმო ბოთლი
ფოტო: VELI.stor
სტუდენტებისთვის, ასევე ძალიან საჭირო ნივთი იქნება STANLEY-ის თერმო ბოთლი. ალბათ გახსოვს, 2023 წლის დეკემბერში TikTok-ზე ვირუსულად გავრცელებული ვიდეო, სადაც დამწვარ ავტომობილში თერმოსი იდო, რომელიც შენჯღრევის შემდეგ ყინული ნატეხების ხმას გამოსცემდა. ვიდეო TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა, რომელსაც მალევე თერმო ბოთლების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი გამოეხმაურა.
Stanley-ის CEO ვიდეომიმართვაში აღნიშნავდა, — „ძალიან ვწუხვართ, იმისთვის რაც თავს გადაგხდა, თუმცა უკეთეს რეკლამას ვერც კი ვინატრებდით ჩვენი ჭიქებისთვის“. ვიდეოს ავტორს კომპანიისგან საჩუქრად უამრავი Stanley გადაეცა, რომელიც ასევე ნაჩუქარი ახალი ავტომობილით მიიღო.
STANLEY, თერმო ბოთლი 890 მილილიტრი მოცულობით გამოირჩევა ორშრიანი ვაკუუმის იზოლაციით. შესაძლებელია ხელით და ჭურჭლის სარეცხი მანქანით რეცხვა. ინარჩუნებს ტემპერატურას ცივ ტემპერატურას 12 საათის, ხოლო ყინულს 48 საათის განმავლობაში. დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისგან და ერგება ჭიქის დამჭერების უმეტესობას
Kikkerland — დასაგეგმი სტიკერების ნაკრები
ფოტო: VELI.store
დასაგეგმი სტიკერები სტუდენტებსა თუ მოსწავლეებს დაეხმარება ეფექტურად მართონ დრო და დავალებები. ეს მარტივი, მაგრამ ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევს ვიზუალურად დაალაგო პრიორიტეტები და არ გამოგრჩეს მნიშვნელოვანი თარიღები.
შეგიძლია შეარჩიო Kikkerland-ის სტიკერები. ბრენდი 1980-იანი წლების ბოლოს, ჰოლანდიელი დიზაინერის — იან ვან დერ ლანდე-ს პროექტის მიხედვით ნიუ-იორკში დაარსდა. თუმცა, დღესდღეობით ბრენდი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ მისი ასეთი მცირეხნიანი ისტორია რთული დასაჯერებელია.
Kikkerland, დასაგეგმი სტიკერების ნაკრები დაგეხმარება შენი სამუშაო დღიურის, კალენდრისა თუ ჟურნალის ორგანიზებაში. ნაკრებში 800-ზე მეტი სხვადასხვა ფორმის, ზომისა და დანიშნულების სტიკერი შედის, რომელთა საშუალებითაც მარტივი გახდება სიების შედგენა, დაგეგმვა თუ სხვა საკითხების მოწესრიგება.
იშოპინგე VELI.store-ისა და საქართველოს ბანკის აქციით. უკვე არსებული ფასდაკლებების პარალელურად, 28 ნოემბერს ისარგებლე ქეშბექ აქციით საქართველოს ბანკის Student და sCool Card-ით გადახდისას და დაიბრუნე 40% ქეშბექი მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. გაითვალისწინე, sCool Card-ის შეთავაზებით სარგებლობისთვის მოსწვლეების საბანკო აპლიკაცია BOG sCoolApp-ში შეთავაზების გააქტიურება აუცილებელია.
-
"ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას" — ირანის ელჩი ყაველაშვილს "ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას" — ირანის ელჩი ყაველაშვილს
გადახედვა
-
პაპუნა ლოცულაშვილმა კლინიკა "ვივამედი" დატოვა პაპუნა ლოცულაშვილმა კლინიკა "ვივამედი" დატოვა
გადახედვა
-
გორში პოლიციელების მიერ 2 პირის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს გორში პოლიციელების მიერ 2 პირის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს
გადახედვა
-
თამარ ონიანი: პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია თამარ ონიანი: პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია
გადახედვა
-
პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ნიკოლის დახმარებით, ჩვენ აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიყვანთ დონალდ ტრამპი: ნიკოლის დახმარებით, ჩვენ აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიყვანთ
გადახედვა
-
უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან
გადახედვა
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
-
საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
გადახედვა
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
კომენტარები