ირაკლი კობახიძე

18 Oct. 2024, 15:05

ორი თვის წინ მოვისმინე სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს, საავადმყოფოდან გამოსვლის მერე ჩაწერილი 10 წუთიანი ვიდეომიმართვა, სადაც ჰყვებოდა თუ როგორია ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულება სლოვაკეთში, ეს ასახავს იმ რეალობას რაც არის საქართველოში. ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება საქართველოში და სლოვაკეთში ზუსტად იდენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალი მიმდინარეობა არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე, იმ ძალების მიერ რომელსაც ჩვენ ვეძახით გლობალური ომის პარტიას.

ჩვენ ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ ფაშისტური თავდასხმა მუსიკალურ ჯგუფ “მგზავრებზე”. გარკვეულწილად მათ ["მგზავრების"] გადაწყვეტილებას შეიძლება ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ გამართლება არ აქვს. თავის დროზე, როდესაც ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა ასეთი ფორმით საქართველოში, ეს ჯგუფი თავისუფლად ატარებდა კონცერტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს იქნებოდა კიევი, მოსკოვი. ლიბერალური ფაშიზმის გაძლიერების შემდეგ კი უკვე ვხედავთ, რომ ამ ჯგუფს ეზღუდება კონცერტების გამართვა საქართველოშიც კი.

ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რა აზრის იყო "მგზავრების" მხრიდან მერიის კონცერტის გაუქმებაზე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება

იდეალურ სამყაროში მზისგან დამცავი ყოველი ჩვენგანის განუყოფელი ატრიბუტი უნდა იყოს, ყველა სეზონზე და ყველგან, უბრალოდ…