აჟღერებენ "ჯენზის" წუხილებს პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ?
ფოტო: On.ge / ანა ჯოჯიშვილი
8 დღეში, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება — პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიები ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სასწორზე ძალიან ბევრი რამე დევს, მათ შორის, საქართველოს ევროპული მომავალი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალი თაობის — "ჯენზის" ხმაა, რომელთა უმრავლესობაც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ხმას პირველად მისცემს. პოლიტიკური პარტიები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ მათი პროგრამებში ახალგაზრდების წახალისებას, ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნას მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, თუმცა რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ეს, ალბათ, თავად "ჯენზის" წარმომადგენლებზე კარგად არავინ იცის. News.on.ge წინასაარჩევნო განწყობების მოსაკვლევად სტუდენტებს დაუკავშირდა.
"როგორც სტუდენტს, ყველაზე მეტად სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემა მაწუხებს", — გვეუბნება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტი ზუკა ხარატიშვილი.
ზუკას თქმით, ქართულ რეალობაში, როცა სტუდენტს საცხოვრებლის დაქირავება უწევს, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სრულ განაკვეთზე მუშაობა აუცილებელი ხდება, რაც ძალიან რთულია.
"თუ მშობლები ვერ გვეხმარებიან ბინის ქირის გადახდაში, გვიწევს, რომ სწავლის პარალელურად ვიმუშაოთ, რაც ძალიან რთულია და ხშირად სტუდენტს ამ გზებიდან ერთ-ერთის არჩევა უწევს", — ამბობს ზუკა.
"ქართული ოცნება" სტუდენტებს ამ პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდა, თუმცა, ზუკას თქმით, ეს ტყუილი აღმოჩნდა და სიტუაცია უცვლელად რჩება — პრობლემაა საკითხით ოპოზიციური პარტიების არასაკმარისი დაინტერესებაც.
"მმართველი პარტია დაგვპირდა, რომ "სტუდენტური ქალაქი" აშენდებოდა, თუმცა არათუ არ აშენებულა, იმასაც კი ვერ ვხედავთ, რომ საერთოდ რამე იცვლება ან შეიცვლება ოდესმე. სხვა პარტიებს რაც შეეხება, დიდად არ აქცევენ ყურადღებას სტუდენტურ საცხოვრებელს, მიუხედავად იმისა, რომ განათლების დონე უნდა შეიცვალოს", — აცხადებს ზუკა ხარატიშვილი.
გამოკითხული სტუდენტები ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სატრანსპორტო სისტემის ხარვეზებს ასახელებენ. ქალაქის ცენტრში, იქ სადაც უნივერსიტეტები მდებარეობს, პიკის საათებში გადაადგილება ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
"ვაკეში მიწევს უნივერსიტეტში სიარული და, საშუალოდ, 3 ტრანსპორტის გამოცვლა მიწევს. მიუხედავად იმისა, რომ "ბასლეინი" არის, ავტობუსების რაოდენობა არ არის საკმარისი — არსებული რაოდენობით იმდენი ადამიანი სარგებლობს, რომ ან ახერხებ ასვლას, ან ვერ ახერხებ და შეიძლება, ნახევარი საათი იდგე გაჩერებაზე ისე, რომ ავტობუსში ვერ ახვიდე", — გვეუბნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ჯამბურია.
მეორე უკიდურესობაა თბილისის შემოგარენიდან ქალაქისკენ მგზავრობის საკითხი. საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გუგა სიხარულიძე თბილისთან ძალიან ახლოს, ნაფეტვრებში ცხოვრობს, თუმცა უნივერსიტეტიდან სახლამდე და პირიქით, არც მეტი, არც ნაკლები, ავტოსტოპით უწევს მგზავრობა.
"მე ნაფეტვრებში ვცხოვრობ, რომელიც თბილისიდან სულ 3-4 კილომეტრითაა დაშორებული, თუმცა არ დადის ტრანსპორტი, რაც წლებია, არავის ადარდებს. დაახლოებით 12 წლიდან ავტოსტოპით დავდივარ. აქაურობას ყურადღებას არავინ აქცევს, რადგან სოფელში ბევრი ადამიანი ჩაწერილი არ არის", — ამბობს გუგა.
გუგას თქმით, მიუხედავად წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევისა, მაღალჩინოსნები ამ პრობლემას არ იმჩნევენ. ვერ იხსენებს საკითხით დაინტერესებას ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც.
"სოფელმა ძალიან ბევრი განცხადება დაწერა და მიიტანა, თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ", — იხსენებს გუგა.
სოციალური პრობლემები, რომლებიც ახალგაზრდებს აწუხებთ, მხოლოდ ტრანსპორტითა და სტუდენტური საცხოვრებლით არ შემოიფარგლება. ანა ჯამბურია საუბრობს პროდუქტების გაძვირებაზე — სტუდენტს ამ პირობებში, სწავლის პარალელურად სამსახურის ძიება უწევს, დამსაქმებლები კი საკმარისად არ იღებენ ამ სოციალურ პასუხისმგებლობას — მათი უმრავლესობა არ ზრუნავს, რომ უზრუნველყოს სტუდენტი უნივერსიტეტზე მორგებული გრაფიკითა და ღირსეული ანაზღაურებით, ეს კი სწავლას ძალიან ართულებს. პოლიტიკური პარტიები ამაზე წინასაარჩევნოდ ნაკლებად საუბრობენ.
"ბევრს ექმნება პრობლემა, რომ თუ მუშაობს, მუშაობს ცუდი გრაფიკითა და ანაზღაურებით, შემდეგ კი ვერ ახერხებს ან ლექციაზე დასწრებას, ან შესაბამისად მომზადებას. რეალურად, შესაძლებელია [სწავლისა და მუშაობის შეთავსება], თუმცა ნახევარ განაკვეთზე ანაზღაურება ნორმალური უნდა იყოს, ისე, რომ სტუდენტს საკუთარი სწავლის დაფინანსება ან ხარჯების გაწევა შეეძლოს", — გვეუბნება ანა ჯამბურია.
ერთ-ერთმა რესპონდენტმა გუგა სიხარულიძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში არსებობს შიში პოლიციის მიმართ, რომელიც აქციებზე ძალოვანი სტრუქტურების ქცევითაა განპირობებული. მისი თქმით, პოლიციის დანახვისას უსაფრთხოების შეგრძნებაზე მეტად დაძაბულობას გრძნობს. ამას უკანასკნელ ხანებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ უნდობლობაც ემატება. ახალგაზრდები მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.
ერთი სიტყვით, "ჯენზის" წარმომადგენლებს არაერთი სოციალური პრობლემა აწუხებთ, თუმცა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ამის ასახვას ნაკლებად ვხვდებით.
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
კომენტარები