სად ვიქნებოდით დღეს, გუშინ რომ ეთქვათ "რა აზრი აქვს?"
ფოტო: On.ge
ვინც ლაპარაკობს,
ხომ ტყუის! –
ვინც დუმს, –
ის უფრო ტყუის!
დღეს შეიძლება ბევრს აღარ სჯერა ცრურწმენების, თუმცა დაბეჯითებითაც ვერ ვიტყვით. ალბათ მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებიც გზაზე შავი კატის გადარბენას უბედურების ნიშნად მიიჩნევენ. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ეს და სხვა მსგავსი ცრურწმენები უწყინარია, ანუ ჩვენს ცხოვრებაზე, პიროვნებაზე და მომავალზე დიდ გავლენას ნამდვილად არ ახდენს.
თუმცა, ქართულ საზოგადოებაში ბოლო ორი თუ სამი ათწლეულის განმავლობაში სხვა არაერთი ცრურწმენაცაა გავრცელებული და ამაში ცხენის ნალის სახლის კარს ზემოთ ავი თვალისგან დაცვის მიზნით დაკიდებას ნამდვილად არ ვგულისხმობ.
ამ სტატიაში მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი თუ მოვლენა გაგახსენოთ თანამედროვე საქართველოს ისტორიიდან, რაც გაგვახსენებს, რომ სიტყვათშეთანხმება "რა აზრი აქვს" ცრურწმენის კონოტაციას ატარებს.
1919 წლის 14 თებერვალს საქართველოში დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა, რაც დემოკრატიული წესით ჩატარებული პირველი არჩევნები იყო საქართველოს ტერიტორიაზე.
1918 წლის 26 მაისს საქართველომ ეროვნული სახელმწიფოებრიობა აღიდგინა. დაკომპლექტდა კოალიციური მთავრობა, რომელშიც სხვადასხვა პარტია იყო წარმოდგენილი. დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად, დემოკრატიული წესით ჩატარებული არჩევნები ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი იყო.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდა, რომ ისტორიის კარი სხვა მიმართულებით გაიღო და ამ პროცესში ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა. ვინ იტყოდა მაშინ რა აზრი აქვს ჩემს არჩევნებზე წასვლასო?!
დოკუმენტში წარმოდგენილია დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილე საქართველოს სოციალისტ–ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრთა სია
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია, რაც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას კონსტიტუციურად გამოხატონ საკუთარი აზრი და ჩამოაყალიბონ მთავრობა, რომელსაც ქვეყნისა და საკუთარ მომავალს ანდობენ.
ბევრი ადამიანი იბრძოდა ხმის უფლების მოპოვებისთვის და ზოგიერთი მათგანი ამ ბრძოლას შეეწირა კიდეც. არჩევნები აყალიბებს საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალს. ხმის მიცემისას ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ იმ პოლიტიკის ტრაექტორიის განსაზღვრაში, რომელიც გავლენას მოახდენს ჩვენს მომავალზე. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს ერთი აგურის დადებას ხვალინდელი დღის შენებაში.
კიდევ ერთი ისტორია, რომელიც უნდა გავიხსენოთ 1990 წელს ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდება, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები პირველი და ერთადერთი მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები იყო, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პოლიტიკურმა ბლოკმა მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო.
ზვიად გამსახურდია საარჩევნო ყუთთან
ფოტო: Iverieli
რამდენი რამ გავიარეთ, ჩვენ, ჩვენმა მშობლებმა, რამდენი ომი, რამდენი უსამართლობა, რამდენი ღალატი, მაგრამ თავისუფლების შენარჩუნება მაინც შევძელით. არავის დაუნგრევია ჩვენი ტაძრები, არავის წაურთმევია ენა, არავის გაუუფასურებია ჩვენი ეროვნული იდენტობა, გარდა რუსეთისა. დღეს, როდესაც გვესმის, რომ რუსეთი არა მტერი, არამედ მოყვარეა, ეს დიპლომატია კი არა, ღალატია. ღალატი საკუთარი ისტორიის, ქვეყნისა და ქართველი ხალხის. ბევრი რამ შეგვშლია ამ წლების განმავლობაში, ბევრი არასწორი არჩევანიც გაგვიკეთებია, მაგრამ არასდროს გვისარგებლია სხვისი ტრაგედიით, მით უმეტეს, როცა მსგავსი და უარესიც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. თბილისის ქუჩებში დღეს დიდ ბანერებზე უკრაინის უბედურების, ტკივილის ამსახველ კადრებს ვხედავთ და ამით თავს "იწონებენ", მაგრამ ვის ან რის წინაშე?
თუ ერთხელ მაინც კითხვა გაგჩენია ამ და ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მაშინ, როგორღა უნდა გვჯეროდეს იმ ცრურწმენების, რომლებმაც შეიძლება ყველა იმედი, ყველა მოლოდინი ფუჭად გვიქციოს?
რა აზრი აქვს? ძალიან დიდი და ამ შემთხვევაში ანდაზა "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!" ვერ გაამართლებს, თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ აგვიანებენ!
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია

კომენტარები