მერაბ დვალიშვილი

24 Sep. 2024, 20:49

"რუსეთი ოკუპანტია და მას ჩემი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ეს ქვეყანა ჩემი მტერია. მათ მოსწონთ ჩვენი საკვები, ჩვენი სტუმართმოყვარეობა, მაგრამ ბომბები გვიყარეს ქალაქებში და ხალხი დაგვიხოცეს.

1991 წელს იყო, როცა აფხაზეთი წაგვართვეს. 17 წლის ვიყავი 2008 წელს, როცა ცხინვალის ტერიტორია დაიპყრეს. ბევრმა ადამიანმა დაკარგა მაშინ სახლი, ბევრი ადამიანი დავკარგეთ, დაბომბეს ქალაქები. ეს ხომ სულ ცოტა ხნის წინ იყო.

თავს რომ დაგვესხნენ, საპასუხო ცეცხლი გავხსენით. სინამდვილეში, ჩვენ თავს ვიცავდით...
2 ძმა მყავს, ორივე ჯარში იყო, ღმერთის წყალობით, მათ არაფერი დაემართათ, მაგრამ დაიღუპნენ ჩემი ოჯახის ახლობლები, ჩვენი არმიის ჯარისკაცები.

რუსეთის მთავრობა ჩვენი მტერია. ეს პოლიტიკური თემაა, მაგრამ როცა შენს ქვეყანაში შენს მტერს ებრძვი, გამარჯვება გინდა და ეს პირადი ხდება"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა

NASA-ს მარსმავალი Curiosity მარსული ხეობის, ვალე გრანდეს შესწავლისას, არაჩვეულებრივ ლანდშაფტს გადააწყდა. მარსმავლის…