ვიეტნამში ტაიფუნს 59 ადამიანი ემსხვერპლა
ფოტო: Al-Jazeera
გამანადგურებელმა წვიმებმა ვიეტნამში ნგრევა, მეწყერი და ხიდის ნგრევა გამოიწვია.
Al Jazeera-ს ცნობით, ტაიფუნ იაგის შედეგად გამოწვეულ მეწყერს 59 ადამიანი მაინც ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, ტაიფუნი იაგი მიმდინარე წლის ყველაზე ძლიერი შტორმია აზიაში, რამაც ჩინეთის და ფილიპინების განადგურების შემდეგ, ვიეტნამის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსაც კატასტროფული შედეგი მოუტანა.
ვიეტნამის ჩრდილო-დასავლეთით ჰონგ ლი სონ-ის მთებში, მეწყრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ახალშობილი ბავშვი და ერთი წლის ბიჭი.
ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა საინფორმაციო სააგენტო AFP-ის აცნობეს, რომ მათი სხეულები კვირას იქნა აღმოჩენილი.
ჩრდილოეთ ვიეტნამში, ჰოა ბინჰის პროვინციაში, ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა, რამაც სახლში მცხოვრები 4 ოჯახის წევრი ემსხვერპლა.
დღეს, 9 სექტემბერს ჩიაო ბანგ-ის პროვინციაში, ადიდებულ მდინარეში ჩავარდა ავტობუსი, რომელშიც 20 მგზავრი იყო.
ადგილზე მაშველები იყვნენ მობილიზებული, თუმცა იქ სადაც ინციდენტი მოხდა, მისვლა ვერ მოახერხეს, რადგან მეწყერმა გზა გადაკეტა.
ფუ ტო-ს პროვინციაში, წითელი მდინარის ადიდების გამო ფოლადის ხიდი ჩაინგრა — სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
Al Jazeera წერს, რომ 10 მსუბუქი და სატვირთო მანქანა და ორი მოტოციკლეტი მდინარეში ჩავარდა. მდინარიდან სამი ადამიანის ამოყვანა და საავადმყოფოში წაყვანა შეძლეს. თუმცა, ამ დრომდე 13 ადამიანი კვლავ დაკარგულია.
ვიეტნამის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის რამდენიმე ნაწილში შტორმმა ელექტრომომარაგებისა და ტელეკომუნიკაციის საშუალებები დააზიანა.
ტაიფუნმა, ქვეყნის ჩრდილოეთით, დაახლოებით 3,330 სახლი და 120,000-ზე მეტი ჰექტარი სახნავ-სათესი გაანადგურა.
იქამდე, სანამ ტაიფუნ იაგი ვიეტნამს მიუახლოვდებოდა, სამხრეთ ჩინეთსა და ფილიპინებს გადაუარა, რასაც შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რეგიონში ტაიფუნები სანაპიროსთან უფრო ახლოს ყალიბდებიან, უფრო სწრაფად ძლიერდებიან და, კლიმატის ცვლილების გამო, უფრო ხანგრძივად რჩებიან ხმელეთზე.
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
კომენტარები