5 აგვისტოს, სურამში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1995 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, ავტომობილ ნისან ტიდათი მოძრაობისას, ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე დედა-შვილს დაეჯახა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.

გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.