რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს — რა ვიცით მასზე?
რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს — ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზეა ხელმისაწვდომი.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, დეპარტამენტის დაქვემდებარებაში კიდევ ორი სამსახურია:
ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახური — მას ხელმძღვანელობს თინათინ ღუღუნიშვილი;
ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის დეკლარირების მონიტორინგის სამსახური — ხელმძღვანელი ირაკლი კერვალიშვილი;
ფოტო: On.ge
-
რა ინფორმაცია გვაქვს თავად სანდრო კირვალიძეზე:
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული სანდრო კირვალიძე განათლებით იურისტია. ის მანამდე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი იყო. ვრცლად იხილეთ ქვემოთ:
განათლება და კვალიფიკაცია:
-
07.2016 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – იურისტი, სამართალმცოდნეობა, მაგისტრი;
-
07.2014 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – იურისტი, სამართალმცოდნეობა ბაკალავრი;
სამსახურებრივი საქმიანობა:
-
08.2024 – დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი;
-
09.2021-08.2024 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი;
-
01.2020-09.2021 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი;
-
01.2017-01.2020 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი;
-
08.2015-01.2017 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე;
-
2013-2014 წწ. – იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს სტაჟიორი;
-
2012-2013 წწ. იუსტიციის სამინისტრო – კვლევითი პრაქტიკა;
მიღწევები, პუბლიკაციები, ტრენინგები, პროექტები:
-
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი – სამეწარმეო სამართალი;
-
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი – გუნდური მუშაობა ორგანიზაციაში;
-
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი – სანივთო და ვალდებულებითი სამართალი;
-
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – სამეწარმეო უნარ-ჩვევები;
-
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – ტრენერების ტრენინგი;
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ჰუმანიტარული სამართალი;
-
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი – ევროპის იურისტ სტუდენტთა
-
ასოციაცია, „პატიმრების საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს
-
კანონმდებლობა”;
-
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – კარლ პოპერის დებატების პროგრამა;
-
European Center for Minority Issues – Summer school on ethnicity and soviet deportations;
ცნობისთვის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი-ს ვებგვერდი 5 აგვისტოს ამოქმედდა.
შეგახსენებთ, 28 მაისს ქართულმა ოცნებამ, მოქალაქეების მძლავრი პროტესტის მიუხედავად მიიღო კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სხვადასხვა მედია საშუალებებს "უცხო ძალის ინტერესების გამტარ" ანუ, "აგენტებად" რეგისტრაციას ავალდებულებს.
აღნიშნულმა კანონმა შეაფერხა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო საზოგადოების არსებობას და ქვეყანაში ავტორიტარიზმის განმტკიცებას შეუწყო ხელი.
საქართველოში, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ ამ დროისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, თავდაცვის სამინისტროს დახმარება გაყინული, ხოლო ურთიერთობები დაბალ დონეზეა.
საქართველოს მთავრმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკის შეერთბულმა შტატებმა, კანონის მიღების შემდეგ "ორმხრივი ურთიერთობის გადახედვის" შესახებ განაცხადა, რის ფარგლებშიც კანონის მიღების პროცესში ჩართულ ოცნების მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ, ხოლო საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით შეუჩერდა პირდაპირი დახმარების ნაწილი. განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024".
ევროკავშირისა და NATO-ს მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს პარტლამენტსა და პირადად ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუ მათთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი მართლაც ღირებულია.
24 ივნისს, ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დაიხურება, თუ ხელისუფლება თავის კურსს გააგრძელებს.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები