რატომ მოჰყვა ცუდი გამოხმაურება გლადიატორი 2-ის ტრეილერს
ფოტო: Paramount Pictures
უთუოდ გაიგებდი, რომ ოსკაროსანი ფილმი გლადიატორი გამოსვლიდან 24 წლის შემდეგ გაგრძელებით ბრუნდება. ამხელა პაუზის მიუხედავად, რიდლი სკოტის გახმაურებული ნამუშევრისადმი მაყურებლის ინტერესი, როგორც ჩანს, არ განელებულა და მეტიც, ახალი თაობა განსაკუთრებული მღელვარებით ელოდება ეპიკური ისტორიის მეორე ნაწილს, რომელიც ნოემბერში გამოდის.
სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა გლადიატორი 2-ის ტრეილერი, რომელმაც ყველა პლატფორმაზე ჯამურად 215 მილიონამდე ნახვა დააგროვა. ფილმში მთავარ როლს, ლუციუსს, პოლ მესკალი ასახიერებს. კინოსურათში ასევე მონაწილეობენ პედრო პასკალი და დენზელ ვაშინგტონი.
ტრეილერმა ინტერნეტმომხმარებლებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, მისით უფრო მეტია უკმაყოფილო, ვიდრე — კმაყოფილი. მაგალითისთვის, იუთუბზე ვიდეოს 150 ათასი მოწონების საპირწონედ 353 ათასი არმოწონება აქვს.
რატომ არის ტრეილერის შეფასების 70 პროცენტი ნეგატიური?
გამოცემა The Hollywood Reporter იუთუბის კომენტარებისა და X-ის (ყოფილი ტვიტერის) პოსტების ანალიზის შემდეგ წერს, რომ ცუდი გამოხმაურება სამ ძირითად მიზეზს ეფუძნება.
პირველი ისაა, რომ 3-წუთიანი ტრეილერი მეტისმეტად ბევრ დეტალს ამხელს ფილმზე, ეს კი, რასაკვირველია, მაყურებლის მოლოდინსა და განწყობაზე მაინცდამაინც კარგად არ მოქმედებს. სხვათა შორის, კინოსტუდია Paramount-ის შარშანდელი ფილმის, Mission: Impossible — Dead Reckoning, ტრეილერი რომ გამოვიდა, ზუსტად იმავე მიზეზით მოჰყვა მასაც ცუდი კომენტარები.
მეორე მიზეზი, რომელზეც, THR-ის ცნობით, ყველაზე ხშირად ამახვილებენ ყურადღებას, საუნდტრეკია: ტრეილერში კანიე ვესტისა და Jay-Z-ის 2012 წელს გამოსული სიმღერა No Church in the Wild ისმის. "რა ესაქმება რეპს რომის იმპერიაზე გადაღებულ ფილმში?", — კითხულობს ზოგი. თანამედროვე მუსიკა, მით უფრო რეპი, შესაძლოა, ეპიკური ისტორიული დრამისთვის შეუფერებლად ჟღერდეს. თუმცა, შეიძლება ეს სიმღერა მხოლოდ საუნდტრეკს ადევს ფონად და ფილმში ის საერთოდ არ გამოიყენონ.
საქმე ისაა, რომ გლადიატორის საუნდტრეკის კომპოზიტორმა, ჰანს ციმერმა, გაგრძელებისთვის მუსიკის დაწერაზე უარი თქვა. მე ჩემი საქმე უკვე გავაკეთე და, ვფიქრობ, კარგადაცო, განაცხადა მან; "ახლა შეიძლება ან იგივე გავიმეორო (რაც არ მინდა), ან კრიტიკოსებმა მიწასთან გამასწორონ, წინანდელივით კარგი არ გამოგივიდაო".
გლადიატორი 2-ის ტრეილერს კი ნამდვილად არ მოჰკლებია კრიტიკა და, კვლავაც THR-ის მიხედვით, ამის მესამე მიზეზი ფილმში მონაწილე მსახიობი დენზელ ვაშინგტონია, რომელიც გლადიატორების სასტიკ მფლობელად გვევლინება. გამოცემის ცნობით, კრიტიკოსების ნაწილი ვაშინგტონის ნიუიორკული აქცენტითაა უკმაყოფილო, ნაწილს კი რასისტული მოტივი აქვს. სტატიის ავტორი ამატებს, რომ ძველ რომში შავკანიანი ადამიანები ცხოვრობდნენ და ზოგიერთი ძალაუფლებასაც ფლობდა.
ფოტო: Paramount Pictures
გლადიატორი 2-ში მოქმედება მისი წინამორბედის სიუჟეტიდან წლების შემდეგ ვითარდება, როცა ლუციუსი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნუმიდიის მხარეში ცხოვრობს. იგი აქ ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩაიყვანეს დედამისის, ლუცილას, ბრძანებით. თუმცა, ახალ ფილმში ლუციუსი რომს უკვე გლადიატორად უბრუნდება და დედამისსაც კვლავ ხვდება.
ისტორიული დრამის დიდოსტატი, რიდლი სკოტი, ყოველთვის ამბობდა, რომ გლადიატორს გასაგრძელებლად დაუბრუნდებოდა. მით უფრო, რომ ფილმი გამორჩეულად წარმატებული გახდა, როგორც კომერციულად, ასევე კრიტიკოსებისა და მაყურებლის აღიარებით. 2001 წლის ოსკარზე გლადიატორმა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის, საუკეთესო ფილმისა და მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიებში. ამასთან, ფილმმა მსოფლიოში $460 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
რაც შეეხება გლადიატორი 2-ს, მისი პრემიერა აშშ-ში 22 ნოემბერსაა დაგეგმილი.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
კომენტარები