რას ფიქრობს ჯენზი პოლიტიკოსებზე — კვლევა
ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge
მოკლედ: საქართველოში ახალგაზრდა ამომრჩეველი, აპარტიულობითა და მყარი ევროპული ღირებულებებით, კომპლექსურ პოლიტიკურ ლანდშაფტს ქმნის, ამის შესახებ ნათქვამია ფორსეტის კვლევაში, რომლის მიზანი იყო გამოეკვლია, რა პოლიტიკური საჭიროებები და ღირებულებები აქვს თაობა Z-ს საქართველოში.
დეტალები: კვლევის მიხედვით:
- თაობა Z-ის უდიდესი ნაწილის ზოგადი პოლიტიკური ინტერესები გამოკვეთილი და აშკარაა.
- ახალგაზრდების, მათ შორის თაობა Z-ის, უმეტესობა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს, ხოლო სამი მეოთხედის აზრით, დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა.
- მიუხედავად ამისა, ათიდან შვიდ ახალგაზრდას მიაჩნია, რომ ხელისუფლების სამოქმედო გეგმა საკმარისი არაა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ქვეყანაში დემოკრატიის ახლანდელ მდგომარეობას კი ნახევარიც არ აფასებს დადებითად.
ფოკუს ჯგუფის დისკუსიებზე დაყრდნობით, პოლიტიკურ კონტექსტში, თაობა Z-ს ყველაზე მეტად აწუხებს ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრინციპიდან გადახვევა, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციურად გაწერილი პრინციპია, თაობა Z-ისთვის მიუღებელია პარლამენტში წარდგენილი ზოგიერთი კანონი, რომელიც დასავლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
- პოლიტიკურ კურსზე საუბრისას, თაობა Z-ს აწუხებს ისიც, რომ ქვეყანა მკაფიოდ არ გამოხატავს პოლიტიკურ მიმართულებას მტრული სახელმწიფოს მიმართ და ამ მხრივ, ხაზს უსვამენ საქართველოში რუსულ მასობრივ მიგრაციას.
პოლიტიკურ პარტიებზე, მათ საქმიანობასა და სამოქმედო გეგმაზე თაობა Z-ის ცოდნა მწირია, მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ პარტიებს არ გააჩნიათ კონკრეტული იდეოლოგია და ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული კომუნიკაცია;
- თაობა Z ხმას ღირებულებებს აძლევს და არა — კონკრეტულ პარტიებს და ლიდერებს.
ახალგაზრდების მიერ დასახელებული პრობლემები ძირითადად დასაქმებას, ეკონომიკურ მდგომარეობასა და განათლების სისტემას შეეხებოდა; პრიორიტეტულ საკითხებს შორის შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, ტერიტორიული მთლიანობა და მეზობელ ქვეყნებთან კონფლიქტიც დასახელდა.
- ფოკუს ჯგუფების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ განათლების სისტემა დაშორებულია შრომის ბაზრის საჭიროებებს, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავების მიმართულებით.
- ზოგიერთი მათგანის აზრით, ბოლოდროინდელი რეფორმები, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვასთან დაკავშირებით, ნაჩქარევი იყო და არ შეესაბამებოდა საქართველოს განათლების სექტორისა და დასაქმებული პირების მზაობას.
მეთოდოლოგია: ფორსეტის განცხადებით, პუბლიკაციის მეთოდოლოგია, რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ჩვევები გაანალიზდა, კვლევის სხვადასხვა მეთოდს მოიცავს.
- სტატისტიკური მონაცემები სამ ძირითად გამოკითხვას ეყრდნობა (CRRC, FES, NDI), ხოლო გამოკითხულთა ასაკი 18-26 ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაჯგუფდა.
- აგრეთვე, თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად, 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში ჩატარდა სამი ფოკუს ჯგუფი, რომლებშიც თაობა Z-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები