ევროკავშირის დროშა

ჯოზეფ ბორელი

15 May. 2024, 13:30

ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.

დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების, ასევე, მათი ოჯახების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს დოკუმენტირებული ქმედებები.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ დათქმით, რომ უნდა შესრულდეს 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული შესაბამისი 9 ნაბიჯი.

ეს ნაბიჯები მოითხოვს, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება, ისევე, როგორც მედია, რომ მათ შეეძლოთ თავისუფლად ფუნქციონირება. ეს ნაბიჯები, ასევე, ეხება დეპოლარიზაციის აუცილებლობას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

მიუხედავად ამისა, და მიუხედავად დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა, საქართველოს სამთავრობო მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. ეს ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როცა გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ნაწილისა და ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი გზის ფარგლებში.

ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. არჩევანი წინსვლის გზაზე საქართველოს ხელშია.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი, დაიცვან ევროკავშირის გზისადმი ერთგულება და გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რომლებიც გაწერილია 9 ნაბიჯში.

ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ.

წერია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. 

თავდაპირველად, ამ განცხადებას ხელს აწერდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც, თუმცა, მოგვიანებით, მისი სახელი ამ განცხადებიდან მოიხსნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
  2. სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
  3. რატომ "ვერ ხედავს" ტრამპი საქართველოს კავკასიაში? — ინტერვიუ ბიძინა ლებანიძესთან
  4. თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
  5. ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი რეპრესიული ქმედებისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ მისიასთან — თამარ ონიანი მოსკოვის მექანიზმზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ონიანი განმარტავს — როგორ მუშაობს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც…