საბა ბუაძე

12 May. 2024, 22:52

მე ვიცი, რომ დეპუტატები უკვე შიგნით [პარლამენტის შენობაში] ჰყავთ შეყვანილი და პიჟამებში და ჩუსტებში არიან და ჩუსტებით აპირებენ, რომ ღირსებით წავიდნენ ევროპისკენ.

მართლა მაქვს ინფორმაცია, რომ ნაწილი დეპუტატებისა არის შენობაში გამაგრებული, კბილის ჯაგრისებით და მეორე დღეს ჩასაცმელი კოსტიუმებით, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გამოიპრანჭონ ღალატის მესამე მოსმენისთვის და ასე "ღირსებით" გააგრძელონ სვლა კრემლისკენ, რადგან ზუსტად მანდ არის მათი ადგილი.

თქვა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ტვ პირველთან. 

ამ დროისთვის პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია "გავათენოთ საქართველოსთვის", აქციის მონაწილეები აპირებენ ადგილზე დარჩნენ მთელი ღამის განმავლობაში, რადგან ხვალ დილით დეპუტატები გეგმავენ, მესამედ მიიღონ საკომიტეტო მოსმენაზე რუსული კანონი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია

ვესტეროსი დიდ ეკრანზე გადასასვლელად ემზადება. Warner Bros.-მა განაცხადა, რომ Game of Thrones: Aegon’s Conquest-ს…