აუდიტის დასკვნა ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის ხარჯებზე და უწყების პასუხი
ფოტო: ნეტგაზეთი
ფინანსთა სამინისტრო უწყების 2016 წლის ხარჯების შესახებ აუდიტის დასკვნას ეხმაურება, სადაც საუბარია ზღვრული ოდენობის ზევით გაცემულ პრემიებზე, დანამატებზე, სარესტორნო მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებსა და 120 წყვილი ზაფხულის მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვაზე.
უწყებამ On.ge-ის წერილობითი განმარტება მიაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიები დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით გასცეს:
"საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის" დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის დადგენილების თანახმად, შესაძლებელია პრემიების გაცემისას დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება".
რაც შეეხება სარესტორნო მომსახურების შეძენას, სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებულ ბრძანებებს საფუძვლად უდევს შესაბამისი სტრუქტურის სხვადასხვა ხელმძღვანელთა მოხსენებითი ბარათები, რომლებიც ბრძანების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს:
"მოხსენებით ბარათშია დეტალურად გაწერილი ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი, სტუმრების ვინაობა და რაოდენობა, შესასყიდი მომსახურებების ჩამონათვალი. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე, სავსებით საკმარისია ანგარიშ-ფაქტურების ან/და ინვოისები, სადაც თითოეული მოთხოვნილი რეკვიზიტია მითითებული, რაც საკმარისია შესყიდვების დამადასტურებლად".
ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ სარესტორნო მომსახურებისას გაწეულ ხარჯებს შორის განსხვავებები გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორით, მათ შორის, დელეგაციის ოფიციალური პირების რანგის და ღონისძიების სტატუსის გათვალისწინებით.
ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ფეხსაცმელების შესაძენ ტენდერში, ნიმუშის შესაბამისობის დასადასტურებლად ექსპერტიზის ჩატარება არ იყო გათვალისწინებული.
მათი განმარტებით, საჭირო იყო მხოლოდ ნიმუშის ქიმიური შემადგენლობის სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან თავსებადობა, რაც, უწყების მტკიცებით, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზითაც დადასტურდა.
რაც შეეხება ბათინკის შემოწმებას, ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფეხსაცმლის სატენდრო მოთხოვნებთან შესაბამისობა დადგინა ნიმუშის იარლიყზე მითითებული ინფორმაციითა და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატით.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სერთიფიკატი მწარმოებელ კომპანიას მინიჭებული აქვს სამხედრო ფეხსაცმელების, ტაქტიკური მოქმედებების, სპეცდანიშნულების რაზმების დიზაინის შექმნაში, წარმოებასა და მიწოდებაში.
17 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოქვეყნდა.
უწყება ხაზგასმით განმარტავს, რომ ანგარიშში მოცემულ პერიოდში, 2016 წლის 27 ნოემბრამდე ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა ნოდარ ხადურს, ახლა კი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია.
პრემია
ანგარიშის თანახმად, 2016 წელს აპარატის 40 თანამშრომელზე გამონაკლისის სახით გაცემულია პრემია ზღვრული ოდენობის ზევით:
"თუმცა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირის შუამდგომლობაში არ იყო მითითებული, თუ რის გამო ჩაითვალა მიზანშეწონილად გაცემულიყო პრემია დადგენილი ნორმის ზევით".
აუდიტის დასკვნით, 19 თანამშრომელზე წლის განმავლობაში გაცემული პრემიების ჯამური სიდიდე გადაჭარბებულია თანამდებობრივი სარგოს შვიდმაგ ოდენობაზე, ხოლო ერთჯერადად გაცემული პრემია თანამდებობრივ სარგოს აღემატება 107 შემთხვევაში:
"3 დამხმარე მოსამსახურეს მიღებული აქვს პრემია თითეულს 17-ჯერ, 21 დამხმარე მოსამსახურეს, თითეულს 16-ჯერ, 2 დამხმარე მოსამსახურეს, თითეულს 15-ჯერ, ერთს 8-ჯერ. ასევე, 8-ჯერ აქვს მიღებული პრემია სპეციალისტებსა და სამმართველოს უფროსებს. 19 თანამშრომელზე წლის განმავლობაში გაცემული პრემიების ჯამური სიდიდე გადაჭარბებულია თანამდებობრივი სარგოს შვიდმაგ ოდენობაზე, ხოლო ერთჯერადად გაცემული პრემია თანამდებობრივ სარგოს აღემატება 107 შემთხვევაში".
სამივლინებო ხარჯები
"საანგარიშო პერიოდში ობიექტის მიერ გაწეულმა მივლინების საკასო ხარჯებმა 305,545 ლარი შეადგინა. მათ შორის 15,270 ლარი გახარჯულია ქვეყნის შიგნით, ხოლო 290,275 ლარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებზე. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებების დროს ავიაბილეთების შეძენაზე გახარჯულია სულ 87,338 ლარი.".
აუდიტი აღნიშნავს, რომ თანამშრომელთა მივლინებებისათვის ავიაბილეთების შესასყიდად ბაზრის მოკვლევა არ მიმდინარეობს:
"თითოეული თანამშრომელი, რომელიც უნდა გაემგზავროს მივლინებაში, თავად არჩევს სად შეიძინოს ავიაბილეთი, შესაბამისად აპარატს არ გააჩნდა ინფორმაცია, რამდენად რაციონალურად ხორციელდებოდა ავიაბილეთების შესაძენად საბიუჯეტო სახსრების გახარჯვა, რაც კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს".
წარმომადგენლობითი ხარჯები
აუდიტის დასკვნით, წარმომადგენლობითი ხარჯების ფარგლებში, სარესტორნო მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით გამოვლინდა კონტროლის მექანიზმების სისუსტეები:
"კერძოდ, ბრძანებებში არ იყო მითითებული სტუმრების რაოდენობა, ღონისძიების ჩატარების ადგილი, დრო და სავარაუდო ხარჯები. მოხსენებით ბარათებში არ იყო დაკონკრეტებული ღონისძიებაში მონაწილე პირთა ვინაობა, ხოლო ორ შემთხვევაში საერთოდ არ იყო მითითებული, თუ რამდენ კაცზე უნდა გამართულიყო ღონისძიება. სარესტორნო მომსახურების გაწევისას, არ არის წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები და ჩეკ-მენიუები, შესაბამისად ვერ დგინდება ღონისძიებაში მონაწილე პირთა რაოდენობა".
აუდიტი წერს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრულად მაღალი ოდენობის ხარჯები:
- 2016 წლის 25 აგვისტოს რესტორან „კოპალა“-ში 14 პერსონის მისაღებად ამართულ ღონისძიებაზე გაწეულია 2,397 ლარის ოდენობის ხარჯი, ანუ 1 პერსონაზე გახარჯულია 171 ლარი.
- 2016 წლის 5 დეკემბერს აპარატის მიერ რესტორან „ფუნიკულიორში“ გამართულ საქმიან ვახშამზე 1 პერსონისათვის გადახდილია 188 ლარი (ჯამში 25 პერსონაზე 4,689 ლარი), მაშინ როდესაც იგივე რესტორანში საგამოძიებო სამსახურის მიერ იტალიელი სტუმრებისათვის გამართულ ვახშამზე 1 პერსონაზე გადახდილი იყო 75 ლარი. (სულ 8 პერსონაზე 600 ლარი).
- 2016 წლის 8 დეკემბერს რესტორან ,,VINOTEL“-ში 20 პერსონის მისაღებად გადახდილია 3,259 ლარი, რამაც 1 პერსონაზე შეადგინა 163 ლარი, მაშინ, როცა იმავე რესტორანში 19 დეკემბრის ვახშამის ღირებულებამ შეადგინა 1,485 ლარი, ანუ 1 პერსონაზე 99 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვები
აუდიტმა ასევე დაასკვნა, რომ 2016 წლის 11 აგვისტოს გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით 120 წყვილი ზაფხულის მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვისას ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადასტურდა შპს კოზტრანსი-ს მიერ წარმოდგენილი მისაწოდებელი საქონლის ნიმუშის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილთან. მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გაფორმებულია ხელშეკრულება.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები