მთავრობამ არასამთავრობოებზე იერიში განაახლა
მოკლედ: ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ისევ თავს ესხმიან საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
- ხელისუფლების კამპანია მიმართულია ორგანიზაციებისკენ, რომლებიც ხშირად აქვეყნებენ კვლევებს საქართველოში არსებული მაღალი დონის კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსანთა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტების შესახებ.
- ორგანიზაციები, ფაქტებზე დაყრდნობით, რეაგირებისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას.
- ხელისუფლებაც რეაგირებს, თუმცა არა მითითებულ პრობლემებზე, არამედ თავად ამ არასამთავრობოებზე, რასაც პერიოდულად, ორგანიზებული შეტევის კამპანიის სახით გამოხატავს ხოლმე.
რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი: ევროკომისიისგან მიღებულ 9 პირობაში აღნიშნულია, რომ პირობების შესრულების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური:
"ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმართვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით", — ვკითხულობთ დათქმებში.
ქართული ოცნების საკომუნიკაციო სტრატეგია ამის საპირისპიროა.
- ხელისუფლებისთვის 9-პუნქტიანი გეგმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის ერთგვარი სახელმძღვანელოა, თუმცა, მთავრობის მოქმედებები მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებისგან ზოგჯერ აცდენილია. გაიგე მეტი
- მოლაპარაკებების ეტაპი არის საშუალება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ჩნდება.
- მაგრამ ევროკავშირი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესს მხოლოდ გარკვეული პროგრესის შემთხვევაში იწყებს; საქართველოს შემთხვევაში, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებამდე 9 ნაბიჯია.
კონტექსტი: ხელისუფლების ახალი შტურმი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ამჯერად მიმართულია იმის გამო, რომ მესამე სექტორიდან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების ვალდებულებას შეახსენებენ: "ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს" — განაცხადა ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ, 13 მარტს.
ამასთან, დღეს, 14 მარტს, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაწერა, რომ "მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.
- ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას.
- ამ მოთხოვნების შეუსრულებლობამ კი შესაძლოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს და საბოლოოდ გაწევრიანების პერსპექტივას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას."
მაღალჩინოსნების განცხადებები: ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ, წაშალონ ზღვარი ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის და სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურ სპექტრს მიაკუთვნონ.
- კახა კალაძე: "სიახლე არავისთვისაა, რომ ენჯეოები დღეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და მხარეს წარმოადგენენ. [...] მგონია, რომ ეს არის მათი პატრონების დავალება, საიდანაც იმართებიან და ვისი ინტერესიც არის, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბულობა და რყევები."
- შალვა პაპუაშვილი: "ხუთი ორგანიზაციიდან რამდენიმეს გაცხადებული აქვს უკვე საარჩევნო მიზნები. საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა. ცალკე პრობლემაა, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედ ორგანიზაციებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და მიზნები."
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ "აბსოლუტურად შემაშფოთებელია" ორგანიზაციების განცხადება, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი კლანი.
რედაქციისგან: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
- საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განცხადებებს შეუერთდა გია ვოლსკიც, დეპუტატი მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობიდან: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ თავი ისე შეირცხვინა, რომ არ მგონია, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეეძლოს. მითუმეტეს, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაციაა, ყოველ შემთხვევაში განვითარებული ქვეყნების სივრცეში."
პოზიციები: 2024 წლის 11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაიმეორა საქართველოს ხელისუფლების გზავნილები, თითქოს, მოთხოვნა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების მექანიზმის შესახებ, სასამართლოს და მოსამართლეების დამოუკიდებლობას ლახავს.
- უზენაესი სასამართლოს მტკიცებით, დღეს საქართველოში "განსაკუთრებული სიზუსტით და მომეტებული სიფრთხილით" მოწმდება თითოეული მოსამართლის კეთილსინდისიერება.
- რა დაწერა ხუთმა არასამთავრობომ: "საგულისხმოა, რომ ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს.
მაგალითად,
- კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე, შალვა თადუმაძე, რომლის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.
- ასევე კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ლევან მურუსიძე, რომლის სახელიც ქვეყანაში წლების მანძილზე უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებას უკავშირდება და რომელიც, გასულ წელს, კორუფციაში ჩართულობის გამო, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს მიერ დასანქცირდა.
- კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ასევე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე. მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფილიპ მორისის საქმესთან არის დაკავშირებული.
ფართო სურათში: ევროკომისიამ, სისტემის გაჯანსაღებისთვის 2023 წლის 11 ნოემბრის ანგარიშში დაწერა, რომ:
"საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა, რათა დაეხმაროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომ კონსოლიდაციას, გააუმჯობესოს საზოგადოების ნდობა და გადაჭრას საჯაროდ აღქმული კორპორატივიზმისა და კეთილსინდისიერების პრობლემები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ამ სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორც ვენეციის კომისიამაც აღნიშნა 2023 წლის ოქტომბრის დასკვნაში, საჭიროა, უფრო საფუძვლიანი და სისტემური კეთილსინდისიერების შემოწმება, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებით.
საქართველოს შეუძლია, ჩამოაყალიბოს ექსტრაორდინარული კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, სადაც ჩართული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტებიც, გადამწყვეტი როლით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე არიან დანიშნული, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და ასევე, სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის".
მართლმსაჯულებაში რეფორმების აუცილებლობაზე საუბარია ევროკომისიის 9 დათქმაშიც, რაც ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების საწინდარი უნდა იყოს.
- უფრო კონკრეტულად, მეექვსე პუნქტში ვკითხულობთ: "ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით".
გაიგე მეტი: რა წერია ევროკომისიის 9 დათქმაში მართლმსაჯულების შესახებ
ბოლო ხაზი: მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ერთად, ხელისუფლებას მესამე სექტორიდან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც შეახსენებენ. გაიგე მეტი
- პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ საკანონმდებლო ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო 2024 წლის 5 მარტს.
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას

კომენტარები