უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ფოტო: COURT
მოკლედ: საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის — ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.
- ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა.
დეტალები: განცხადებაში წერია, რომ ვეტინგი სასამართლოს და მოსამართლეების დამოუკიდებლობას ლახავს.
- მოსამართლეთა მიმართ "გარეგანი ზეწოლის როგორც მითითებული შინაარსი, ისე ამ მასშტაბით განხორციელება" კი, მათი თქმით, ქმნის გონივრულ ეჭვს, ეს არის გზავნილი ყველა მოსამართლის მიმართ — თუ უარს იტყვიან პოლიტიკური კონტროლისთვის დაქვემდებარებაზე, მათ მიმართ განხორციელდება ვეტინგი.
მსგავსი: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
უზენაესი სასამართლოს მტკიცებით, დღეს საქართველოში "განსაკუთრებული სიზუსტით და მომეტებული სიფრთხილით" მოწმდება თითოეული მოსამართლის კეთილსინდისიერება.
- "ე.წ. ვეტინგის ინიციატორები მიზანმიმართულად კვლავ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიიჩნევენ ვეტინგის ადრესატებად. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსამართლე, ყოველწლიურად ავსებს რა დეკლარაციას, რომელიც საჯაროა, ქმნის სავსებით საკმარის საინფორმაციო ბაზას მისი ქონებრივი მდგომარეობის სრულფასოვანი მონიტორინგისათვის. ამას ემატება არასამთავრობო სექტორის შერჩევით ცალკეულ მოსამართლეთა დეკლარაციების სპეციალური მონიტორინგი", — წერია განცხადებაში.
ამ თემაზე: ეფექტიანია თუ არა ანტიკორუფციული ბიურო მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებისას
უზენაესი სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში არც მოსამართლეთა კეთილსინდისიერება თუ კვალიფიკაცია, არც მართლმსაჯულების ხარისხი და არც გადაწყვეტილებათა დასაბუთების სტანდარტი არ მიუთითებს სამართლის უზენაესობის პრობლემის არსებობაზე.
- აღნიშნულის საპირისპიროდ, მათი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, მსგავსი ე.წ. საგანგებო პროცედურების შედეგი, სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ნაცვლად, ამ პრინციპის მოსპობა.
მსგავსი: სხვა ქვეყნების მართლმსაჯულების პროგრესის გზა ევროინტეგრაციის პროცესში
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ვეტინგი არ არის საერთაშორისო სტანდარტი, უხეშად ლახავს სახელმწიფო სუვერენიტეტს რადგან სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმები გარე აქტორების ხელში გადადის.
- "ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან", — აღნიშნულია განცხადებაში.
რას ამბობენ კეთილსინდისიერების შემოწმებაზე ევროსტრუქტურები
ევროკომისიამ, სისტემის გაჯანსაღებისთვის 2023 წლის 11 ნოემბრის ანგარიშში დაწერა, რომ:
- "საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა, რათა დაეხმაროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომ კონსოლიდაციას, გააუმჯობესოს საზოგადოების ნდობა და გადაჭრას საჯაროდ აღქმული კორპორატივიზმისა და კეთილსინდისიერების პრობლემები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
- ამ სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორც ვენეციის კომისიამაც აღნიშნა 2023 წლის ოქტომბრის დასკვნაში, საჭიროა, უფრო საფუძვლიანი და სისტემური კეთილსინდისიერების შემოწმება, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებით.
- საქართველოს შეუძლია, ჩამოაყალიბოს ექსტრაორდინარული კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, სადაც ჩართული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტებიც, გადამწყვეტი როლით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე არიან დანიშნული, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და ასევე, სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის".
მართლმსაჯულებაში რეფორმების აუცილებლობაზე საუბარია ევროკომისიის 9 დათქმაშიც, რაც ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების საწინდარი უნდა იყოს.
უფრო კონკრეტულად, მეექვსე პუნქტში ვკითხულობთ:
- "ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით".
ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგი წერს, რომ ევროკავშირის მე-6 პირობიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან:
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები
1. ნინო ქადაგიძე - თავმჯდომარე
2. გიორგი მიქაუტაძე - თავმჯდომარის მოადგილე
3. შალვა თადუმაძე - თავმჯდომარის მოადგილე
4. მერაბ გაბინაშვილი
5. ვლადიმერ კაკაბაძე
6. რევაზ ნადარაია
7. თამარ ოქროპირიძე
8. გენადი მაკარიძე
9. მაია ვაჩაძე
10. გოჩა აბუსერიძე
11. მამუკა ვასაძე
12. ნუგზარ სხირტლაძე
13. ლაშა ქოჩიაშვილი
14. მირანდა ერემაძე
15. გიორგი გოგიაშვილი
16. ბიძინა სტურუა
17. ლევან მიქაბერიძე
18. თეა ძიმისტარაშვილი
19. ლევან თევზაძე
20. ნინო სანდოძე
21. ამირან ძაბუნიძე
22. ქეთევან ცინცაძე
23. ლალი ფაფიაშვილი
24. თამარ ზამბახიძე
ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები
1. ნიკოლოზ მარსაგიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
2. ლევან მურუსიძე
3. დიმიტრი გვრიტიშვილი
4. თემურ გოგოხია
5. ბადრი შონია
6. პაატა სილაგაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები
1. გიორგი გზობავა
2. ტრისტან ბენაშვილი
3. ზურაბ გურასპაშვილი
4. ლევან ნემსაძე
5. გოგა კიკილაშვილი
და სასამართლოს თავმჯდომარეები.
ასევე, ნახეთ: რა წერია ევროკომისიის 9 დათქმაში მართლმსაჯულების შესახებ
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები