ნატურალური და მრავალფეროვანი — როგორია რძის ნაწარმის პრემიუმ ბრენდის Valio-ს პროდუქცია
ფოტო: ვალიო
თუ რძის ნაწარმის მოყვარული ხართ, შეუძლებელია შორიდან მაინც არ იცნობდეთ Valio-ს, ბრენდს, რომელიც 118 წელია უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ქმნის. ის, რაც მას სხვა ბრენდებისგან გამოარჩევს ხარისხისადმი ერთგულებაა — ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მას არასდროს გაუცრუებია მომხმარებლის იმედები.
Valio-ს რამდენიმე წარმოების ხაზი აქვს, მათ შორის, ის ქმნის კარაქის, ყველისა და იოგურტის სხვადასხვა სახეობას. კარგი ის არის, რომ გემოების მრავალფეროვნებასთან ერთად, ბრენდი ულაქტოზო პროდუქციის ფართო არჩევანსაც სთავაზობს მომხმარებლებს. რაც ყველაზე მთავარია, Valio-ს ყველა პროდუქტი ნატურალური და ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან მზადდება, რაც მის ბუნებრივ გემოს განსაზღვრავს.
Valio-ს კარაქის უცვლელი ხარისხი
პირველი პროდუქტი, რომლის წარმოებაც Valio-მ დაიწყო, დღეს მსოფლიოში კარგად ცნობილი კარაქია. მისი ყველა ინგრედიენტი ბუნებრივი წარმოშობისაა და არ შეიცავს კონსერვანტებსა და ხელოვნურ დანამატებს. გამორჩეული გემოსა და მაღალი ხარისხის დამსახურებით, Valio-ს უმარილო კარაქმა ყველის კონკურსში, რომელიც აშშ-ში 2018 წელს ჩატარდა, „საუკეთესო სახეობის“ კატეგორიაში გაიმარჯვა. Valio-ს კარაქის სახეობებს შორის უმარილოს გარდა, იპოვით სხვადასხვა ცხიმიანობის კარაქსაც. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც წასასმელად, ისე შესაწვავად და გამოსაცხობად.
ყველის მრავალფეროვანი არჩევანი Valio-სგან
Valio ყველის ფართო ასორტიმენტითაც გამოირჩევა, რომლის წარმოებაც მან დაფუძნებიდან მოგვიანებით, 1934 წელს დაიწყო. განსაკუთრებით მრავალფეროვანი მისი მდნარი ყველის სახეობებია. ისინი Valio-კარაქისგან, საუკეთესო ხარისხის რძისა და სხვადასხვა ყველის სახეობისგან მზადდება. მისი მდნარი ყველი ხელმისაწვდომია განსხვავებულ შეფუთვებსა და ფორმებში, განსხვავდება მისი გემოები და არომატებიც. მომხმარებლებს განსაკუთრებით უყვართ Valio-ს ულაქტოზო ნაღების ყველიც. მას, ისევე როგორც, მდნარ ყველს ხშირად იყენებენ კერძების გასაგემრიელებლად, მოსამზადებლად და ცხობისთვის.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ Valio Oltermanni-ც – ყველაზე პოპულარული ყველი ფინეთში. მისი წარმოება კომპანიამ 1980 წელს დაიწყო ადგილობრივ ფერმებში წარმოებული რძისგან. ამ ნატურალურ და ნაზი არომატის მქონე ყველს აქტიურად იყენებენ კულინარიაშიც, ამდიდრებენ სალათის გემოებს, ამზადებენ სუპებსა თუ სოუსებს.
დაბოლოს, Valio-ს სასიამოვნო სიახლე აქვთ მათთვის, ვისაც ყველი გაუდა განსაკუთრებით უყვარს. ახლახან მწარმოებელმა ბაზარზე მისი მდნარი ყველი წარმოადგინა, რომელიც იდეალურია როგორც ცხობაში, ისე ტოსტების, ბურგერებისა და სოუსების მოსამზადებლად. Valio-ს გაუდას ყველი ორი ფორმით იქნება ხელმისაწვდომი – გადასასმელისა და ფენების სახით.
Valio PROfeel — პროტეინის პუდინგი
ფოტო: ვალიო
PROfeel-ის პროტეინის პუდინგი Valio-ს შედარებით ახალი პროდუქტია, რომელიც განსაკუთრებით უყვართ მათ, ვინც ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს. თუ ცილის გემრიელ წყაროს ეძებთ, ის თქვენც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, რადგან მხოლოდ ერთი ულიფა 20 გრამ პროტეინს შეიცავს. რაც მთავარია, თავისუფალია შაქრის დანამატისგან, არის ულაქტოზო და უგლუტენო ინგრედიენტებისგან დამზადებული.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ PROfeel-ის მანგო-ვანილის, შოკოლადისა და კარამელის პუდინგებს, ახლახან დაემატა პუდინგი ვანილისა და ბეზეს გემოთიც. აღსანიშნავია, რომ მან მოკლე დროში მოახერხა გამხდარიყო მომხმარებლების რჩეული პროდუქტი.
Valio-ს გაცნობის შემდეგ, ისღა დაგრჩენიათ, თავად დააგემოვნოთ მისი პროდუქტები. გვჯერა, ისინი შეუცვლელ ადგილს დაიკავებენ თქვენი კვების ყოველდღიურ რაციონში.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები