კახა კალაძე

31 Oct. 2023, 14:17

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები აბსოლუტურად სხვა ფორმატში წარიმართება — ის უხერხულობები, რაც არსებობდა, ჩაბარდება წარსულს, იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზე. ის გაურკვევლობები, რომლებიც განცხადებებისა და მოწოდებების სახით დაფიქსირდა, ძალიან მძიმე და ცუდი იყო. დარწმუნებული ვართ, ახალი ელჩის პირობებში ეს ურთიერთობები დალაგდება, რადგან საქართველო საიმედო პარტნიორი და ის ქვეყანაა, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის.

— თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ. საქართველოში აშშ-ის წინა ელჩს, კელი დეგნანს, ხელისუფლების მაღალჩინოსნები სიტყვიერად ესხმოდნენ თავს და მის წინააღმდეგ, სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედია რესურსებს მიმართავდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო

NATO-ს მისიის შემადგენლობაში მყოფმა იტალიურმა გამანადგურებელმა უცნობი წარმოშობის დრონი ჩამოაგდო, რომელიც NATO-სა და…