ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

25 Oct. 2023, 14:33

დაიწყო ქართული ოცნების პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის. სულ ტყუილად: არ გამოვა არავისზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და ოცნების პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპოზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი.

არ გამოვა გადაბრალება, რადგან თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოცნება გამალებით უწევს საბოტაჟს პროცესს და ზემოხსენებული ზოგიერთის "მაინც" და თვალის ჩაპაჭუნება ფეხებზე ჰკიდია იქ ყველას და მხოლოდ აღიზიანებს.

საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი თუ უკარნახებთ, მოგვცემენ. ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დანგრეულია და ევრო-რეკომენდაციების 2/3 შეგნებულად არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად უარესდება, ვერავითარი სხვა მოტივაცია ბუნებაში ვერ იარსებებს: ვერც სოციოლოგია, ვერც ქართული პოლიფონია, ვერც ვეფხისტყაოსანი და ვერც სალომე ზურაბიშვილის ტურნეები.

— დაწერა მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე. პოსტს თან ახლავს რუსთავი 2-დან გაზიარებული, ირაკლი კობახიძის ციტატა, რომელშიც ოცნების თავმჯდომარე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის ფრაზას, რომ, თითქოს, ოპოზიციის ნაწილი ევროპელ პარტნიორებს კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხის არჩევნებამდე გადავადებას სთხოვს. სამნიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ ოპოზიციურ პარტიას, ან აქტორს გულისხმობს,  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ