სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძე

17 Oct. 2023, 14:52

დღეს ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ყოველდღიურად გვაშორებს დემოკრატიისგან, რომელიც ღიად აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მეგობრებო, დროა გავასწოროთ სამიზნე და გავითავისოთ, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტები, არამედ თავად რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველები რუსებით ჩაანაცვლოს. 

დღე არ არის გარჩევების, ურთიერთბრალდებების და პოლიტიკური კეკლუცობის დრო. მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის დეოლიგარქიზაცია, ანუ დებიძინიზაცია. 

ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში, სადაც ერთად შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ გაგვარუსებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ