გაიგე, რა შეუძლია ახალ Apple Watch-ს
ფოტო: Apple
საქართველოში Apple Watch Series 9-ისა და Apple Watch Ultra 2-ის სმარტ საათების გაყიდვები დაიწყო. გთავაზობთ, ახლოს გაეცნოთ უახლეს მოდელებს, რომლებიც ამერიკულმა კომპანიამ მიმდინარე წლის 12 სექტემბერს წარადგინა და რომელთა შესაძენად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხალხი რიგში დგას.
მართვის ახალი ფანტასტიკური გზა
Apple Watch Series 9-სა და Apple Watch Ultra 2-ზე ყველაზე მეტად განხილვადი ინოვაცია - ორმაგი შეხების ჟესტია. ამ თითქმის ჯადოსნური გზით, თქვენ შეგიძლიათ საათი ეკრანზე შეხების გარეშე გააკონტროლოთ, ისე როგორც მომავლის შესახებ ფილმებში გინახავთ. ზარზე საპასუხოდ, საკმარისია უბრალოდ შეახოთ ერთმანეთს ცერა და საჩვენებელი თითები ორჯერ, იგივე მოქმედებით გახსენით შეტყობინება, დააპაუზეთ მუსიკა და ა.შ. ასე რომ, მაშინაც კი, თუ ხელში გყავთ ბავშვი, ხელში გიჭირავთ საყიდლები ან ჰანტელები, თქვენ მაინც კავშირზე რჩებით.
ეს და სხვა ფუნქციები, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო, შესაძლებელი გახდა ახალი ძლიერი S9 SiP პროცესორის წყალობით.
ინოვაციური ჩიპითა და მგრძნობიარე სენსორებით, საათი ახლა უფრო ეფექტურად აკონტროლებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას — როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურს. მაგალითად გულისცემა, სისხლში ჟანგბადის დონე, განწყობა, ძილის ხარისხი, მათ შორის ტემპერატურა და ქალის ციკლი, რაც ხელსაყრელია ოჯახის დაგეგმვისას. სხვათა შორის, საათს შეუძლია Siri-თან მუშაობა ინტერნეტის გარეშე.
კიდევ რა არის ახალი და სასარგებლო უახლეს მოდელებში? — მოდი, განვიხილოთ.
Apple Watch სერია 9
ფოტო: Apple
ფოტო: Apple
გაუმჯობესებული Retina დისპლეი Always-On ფუნქციით ორჯერ უფრო კაშკაშა გახდა, რაც მზის კაშკაშა განათების დროს საათის გამოყენებას ბევრად აადვილებს. დისპლეი აღჭურვილია გამძლე, მსხვრევის მიმართ მდგრადი საფირონის შუშით, ასე რომ დისპლეის უსაფრთხოებაზე ნერვულობა არ ღირს.
პროგრამებისა და ტრეინინგ დღიურების დიდი რაოდენობა, თქვენს ვარჯიშს უფრო ეფექტურს გახდის მიუხედავად იმისა თუ რა სპორტის მიმდევარი ხართ. Apple Watch Series 9 წყალგაუმტარია 50 მეტრამდე სიღრმეში, ასე რომ შეგიძლიათ დაკავდეთ წყლის სპორტით საათის მოუხსნელად.
თუ გარემოზე ზრუნავთ, გაგახარებთ იმის ცოდნა, რომ Watch Series 9-ის კორპუსი დამზადებულია 100% გადამუშავებული ალუმინისგან. ეს არის Apple-ის პირველი ნახშირბადის ნეიტრალური პროდუქტი. რაც ნიშნავს, რომ მისი წარმოება არ ზრდის ატმოსფეროში სითბური გაზების რაოდენობას.
Apple Watch Ultra 2
Apple-ი ახალი პროდუქტების ხაზში ამ საათს ყველაზე საიმედოს და უნივერსალურს უწოდებს. მსუბუქი ტიტანის კორპუსი გამძლე და კოროზიისადმი მდგრადია. კორპუსის კონსტრუქცია იცავს საფირონის შუშას ყოველგვარი დაზიანებისგან. ახალ პროდუქტს Apple Watch-ის ისტორიაში ყველაზე დიდი და ნათელი დისპლეი აქვს.
Apple Watch Ultra 2 იდეალური პარტნიორია ვარჯიშისათვის. ენერგიის დაზოგვის რეჟიმში, მუშაობის დრო 72 საათამდეა. და შეუძლია იმუშაოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არაა დაკავშირებული ინტერნეტთან. სხვა სასარგებლო ფუნქციებში შედის საოცრად ზუსტი ნავიგაცია სხვა საათებისგან განსხვავებით.
როგორც თავად მწარმოებელი აცხადებს, Ultra 2 შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს სხვადასხვა გარემო პირობებს, სიმაღლეებს და ტემპერატურას. ისინი შეუფერხებლად მუშაობენ ტემპერატურაზე -20°C-დან 55°C-მდე, ზღვის დონიდან 500 მ-დან 9000 მ სიმაღლემდე, ჩაძირვისას — 40 მ-მდე სიღრმეში.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გადამუშავებული მასალისგან დამზადებული Apple Watch Ultra 2-ის სამაჯურები. Alpine Loop-ი არის მსუბუქი, მაგრამ გამძლე ტექსტილის სამაჯური ტიტანის G-სამაგრით უსაფრთხო მორგებისთვის, იდეალურია ნებისმიერი გარე თავგადასავლებისთვის. Trail Loop-ი წარმოადგენს ულტრა თხელ და ელასტიურ სამაჯურს მოსახერხებელი რეგულირებით. განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის და აქტიური ვარჯიშისთვის. ხოლო Ocean Band-ი იდეალურია დაივინგისთვის და მაღალსიჩქარიანი წყლის სპორტისთვის.
რომელი საათია თქვენთვის შესაფერისი და სად უნდა შეიძნოთ?
ფოტო: Apple
ფოტო: Apple
ხშირად გადადგილდებით ქალაქში, ამავე დროს აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობთ და აკონტროლებთ თქვენს ჯანმრთელობას? ელეგანტური Apple Watch Series 9 ნამდვილად თქვენთვისაა.
გიყვართ ექსტრემალური სპორტი, მოგზაურობა და თავგადასავლები? ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე და გსურთ მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია მოკლე დროში? ყურადღება მიაპყარით Apple Watch Ultra 2-ს.
საქართველოში ახალი Apple Watch-ის გაყიდვა, 29 სექტემბრიდან დაიწყო Apple-ის ავტორიზებული რესელერების მეშვეობით: iSpace, Alta, Elit Electronics, iTechnics, iStore. გაყიდვების პირველ დღეებში იმოქმედებს მომგებიანი შეთავაზება — მხოლოდ 1 ოქტომბრამდე საათების შეძენა შესაძლებელია 12 თვიანი უპროცენტო განვადებით, ხოლო Apple Watch 9 სერიის შეძენისას, დამატებითი 100 ლარის სარგებელით. დეტალებისთვის მიმართეთ მაღაზიების კონსულტანტებს.
ასე რომ, თუ ოცნებობთ Apple-ის ახალ საათზე, ახლა საუკეთესო დროა თქვენი ოცნების ასრულებისთვის.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები