მამუკა მდინარაძე

7 Sep. 2023, 16:45

თავისი ოჯახის შემოსავლებით, ხარჯებით, ჩარტერით არის გაფრენილი შვილთან ერთად, რადგან შვილს მიყვებოდა, რომელიც სასწავლებლად წავიდა აშშ-ში, ევროპაში და იქიდან გადაფრინდა ჩვეულებრივად, აშშ-ში. ჩემი აზრით, ეს არ არის თქვენი საქმე და არავის საქმე. ეს არის თქვენი საქმე, როცა ითვალისწინებს კანონი, გამოქვეყნდება, დეკლარაციაში ჩაიწერება, იმიტომ, რომ არის კერძო ხარჯი. [...]

მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება, თუ არ მომეხმარა, მაგალითად, ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ეს საშუალება, რომელზეც თქვენ ილაპარაკეთ სამი კვირა. ჰოდა, გეუბნებით, მე ამ წუთში ჩარტერით ვერ გავფრინდები და [ირაკლი ღარიბაშვილის] ოჯახს აქვს გარკვეული შემოსავალი, როგორც ჩანს. იკითხეთ და გაგცემენ პასუხს, დეკლარაციაში ეწერება. ხალხო, დეკლარაციაში არ წერიაო, გუშინ წინ ადამიანი გაფრინდა და დღეს დეკლარაციაში რატომ არ წერიაო, ხომ სპეკულაციაა.

თქვა მამუკა მდინარაძემ. მთავრობის სტრატკომის განცხადებით, ზაფხულში ღარიბაშვილი აშშ-ში ბიუჯეტის ხარჯებით არ ჩაფრენილა. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრემიერი აშშ-ში საკუთარი ხარჯებით შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება

დინამო არენასთან ქომაგებს ქუჩაში სპეციალურად მოწყობილი ტრიბუნები დახვდებათ საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს…