ბესიკ ხარანაული

17 Aug. 2023, 11:21

ცოცხლების მიმართ

როცა ლაფში ჩამარხული მკვდრები
ფესვებს გაიდგამენ,
როცა ვარჯებს ამოიყრიან
და ჩაგვიხვევენ ქვესკნელში ტოტებით,
და, ჰაერი არ ჩაგვივა დახშულ ნესტოებში,
და ვერ გავინძრევით ბეწვისოდენადაც...
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
როცა დაგვეყრება ხევთა ხმა და გორთა ძახილი
და ყველაფრის დამნახავი ფრინველებიც მოფრინდებიან,
რომ ამოწმონ ჩვენი ბოროტება სამყაროს წინაშე,
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მანამდე კი, ვიცოცხლოთ ლაფში
სანამდისაც ყველა ბავშვი არ გაჭაღარდება,
ვჭამოთ ლაფი, ვისუნთქოთ ლაფი,
გავიხსენოთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მაშინღა ვიტყვით:
"ყველაფერი ნამდვილად იყო".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
  2. ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
  3. ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
  4. მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
  5. ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა

18 ივლისს 10-მა პირმა ახალციხის მეჩეთის იმამ შევქეთ დვალიძესა და მისი ოჯახის წევრებზე ფიზიკურად იძალადეს. პოლიციამ…