ჰაუს დეველოპმენტი დიღომში $7.3 მილიონის ღირებულების სამშენებლო პროექტს ახორციელებს — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი მსხვილი სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკმა პარტნიორ ბიზნესთან ჰაუს დეველოპმენტთან ერთად დიღომში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი დაიწყო, რომელიც 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 7.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6.75 მილიონი აშშ დოლარია.
საცხოვრებელი კომპლექსი 19 700 კვადრატულ მეტრზე გაშენდება. ის ორ, ერთ ათსართულიან და ერთ ოთხსართულიან კორპუსს გააერთიანებს, ჯამში — 165 ბინა აშენდება.
აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ბანკისა და ჰაუს დეველოპმენტის მესამე ერთობლივი პროექტია. ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, კომპანიამ ოთხი კორპუსი ააშენა. სამომავლოდ კი დამატებით ორი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
"მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია ჰაუს დიღომი — ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კმ-ში. კომპლექსი შედგება ორი — 11 სართულიანი და 4-სართულიანი — ბლოკისგან, რაც სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის გემოვნებაზეა გათვლილი. ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს ბანკი, გვაქვს დეველოპერული ხაზი და ჩართული ვართ "გარანტირებული შენაძენის" პროგრამაში, რაც უძრავი ქონების შეძენის მსურველებს აზღვევს შესაძლო რისკებისგან. "საქართველოს ბანკის" დეველოპერული ხაზის დაკრედიტების ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისი ჰაუსის პროექტების მდგრადობისა და სამშენებლო პროცესის უწყვეტობის თვალსაზრისით.
ჩვენი ხედვა გულისხმობს თანამედროვე სამშენებლო ობიექტების დაგეგმარებასა და სამშენებლო სამუშაოების იმგვარად წარმართვას, რომ შევინარჩუნოთ მაღალი რეპუტაცია სამშენებლო სექტორში და უზრუნველვყოთ უსაფრთხო სამუშაო პროცესი მშენებლობის ყველა ეტაპზე. დაარსების დღიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენს მობინადრეებს ვუქმნით ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოს და ვთავაზობთ მაღალი ხარისხის სამშენებლო პროექტებს", — განაცხადა მიხეილ ძაგანიამ, ჰაუს დეველოპმენტის დამფუძნებელმა და დირექტორმა.
"საქართველოს ბანკი განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ უძრავი ქონების ბიზნესი მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი პორტფელში ამ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. მათ შორისაა ჰაუს დეველოპმენტთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები, რომლებიც ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანიამ ისანში ჰაუს პანორამას პროექტი ახლახან დაასრულა, ახლა კი დიღმის პროექტის მშენებლობა დაიწყო.
ფინანსური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული ინვესტიციიდან 5.1 მილიონი აშშ დოლარი სამშენებლო ხარჯებს, 1.65 მილიონი კი მიწის შესყიდვას მოხმარდა. განხორციელებული მრავალრიცხოვანი და რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციების შემდეგ კი ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოში ბიზნესების მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
-
დაიწყეთ კონსულტაციები არქეოლოგიური ფენების შესასწავლად — "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს მიმართავს დაიწყეთ კონსულტაციები არქეოლოგიური ფენების შესასწავლად — "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" კულტურის სამინისტროს მიმართავს
გადახედვა
კომენტარები