"ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი, ეს მას უნდა დავუსვათ კითხვა. საზოგადოებამ კი იცის, რომ ამ წლის დასაწყისში მან თვითონვე აღიარა დანაშაული — კორუფციული დანაშაული, რომ მას ჰქონდა უკანონოდ მიღებული თანხები, რომელიც არ დაუდეკლარირებია, რომლისგან გამომდინარეც მან მიიღო პირადი სარგებელი. ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე, იგი სასჯელს, პასუხისმგებლობასაც იხდის, ამიტომაც რთულია, ასეთ დროს ისაუბრო რატომ დასჭირდა მას ორი, ერთმანეთისგან გამომრიცხავი, ურთიერთგამომრიცხავი წერილის გავრცელება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ხან ისაუბრა ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, შემდეგ ისაუბრა მამუკა მდინარაძეზე, ვერ გაერკვა თვითონვე, ვისზე წერდა, ვინ გაუგზავნა, რა არის საერთოდ ეს წერილი... ხოდა გვახსოვს ეს წერილი, საერთოდ... აი, მაგალითად, ხაზარაძისებური წერილი, რომელსაც ჰქონდა თავისი პრეისტორია და როგორ დასრულდა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.
როდესაც ადამიანი საუბრობს, რომ იმან აღიარა დანაშაული, თითქოს მას ეს ყველაფერი არ ჩაუდენია და ეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ დაეზიანებინა გუნდი, და შემდეგ ამ გუნდის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ იგი საერთოდ აცდენილია ლოგიკას და დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანებაშია. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია".
კომენტარები