დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 09:24 საათზე მოხდა.

სპეციალისტების ცნობით, ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ მამიშლარიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.