2026 წელს 118 907 ნაშრომიდან გასაჩივრდა 3 095, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2.60%-ია. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. არავის მოუმართავს საპრეტენზიო განაცხადით ოსურ ენასა და ფრანგულ ენაში. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:
ქართული ენა და ლიტერატურა — 1136;
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) — 23;
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) — 6;
ინგლისური ენა — 515;
რუსული ენა — 7;
გერმანული ენა — 1;
ფრანგული ენა — 0;
ოსური ენა — 0;
მათემატიკა — 488;
ისტორია — 340;
გეოგრაფია — 38;
ბიოლოგია — 264;
ქიმია — 68;
ფიზიკა — 37;
ლიტერატურა — 31;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება — 7;
სამოქალაქო განათლება — 134.

შეფასება შეიცვალა სულ 928 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.78%-ია. ქულა მოემატა 921 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 7 ნაშრომის შემთხვევაში.

აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ, – წერს naec.ge.