რა პოტენციალი აქვთ AI კომპანიებს საფონდო ბირჟაზე
ფოტო: Tara Winstead / Pexels / On.ge
ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიისთვის 2023 წელი მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა. წლების განმავლობაში კვლევებისა და ცდების შემდეგ, არაერთმა ტექ-გიგანტმა კომპანიამ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტი გამოუშვა, რამაც მათი საბაზრო კაპიტალიზაცია მილიარდობით დოლარით გაზარდა.
შესაძლებელია, მათ შორის საუკეთესო მაგალითებად ეს პროდუქტები და კომპანიებიც დავასახელოთ: OpenAI-ის მიერ გამოშვებული ChatGPT, Google Bard-ის ჩატბოტი Alphabet-გან, Microsoft-ის Azure და NVIDIA-ის მიერ შემოთავაზებული DGX GH200 სუპერკომპიუტერი.
აქ მთავარი ამბავი ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგია რომელიმე ერთი კონკრეტული სექტორით არ შემოიფარგლება და სხვადასხვა მიმართულებას ფარავს. მათ შორის: მედიცინას, სოფლის მეურნეობას, საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობებს, საჰაეროს და თავდაცვის სფეროებს და ა.შ.
უნდა ითქვას, რომ AI-ის მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ინდუსტრიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ფუნდამენტური ძვრები შეინიშნება.
პირველ რიგში, ეს ცვლილებები აისახა რთული ტექსტური, ვიზუალური და აუდიო კონტენტის გაციფრულებაში. გარდა ამისა, ხელოვნურმა ინტელექტმა ფართოდ მოიცვა განათლებისა და მეცნიერების სექტორები. ამასთან, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, AI-მ გვაჩვენა, რომ მას საკუთარი თავის გაუმჯობესება შეუძლია. NVDIA, Google და სხვა კომპანიები უკვე იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს იმისათვის, რომ მასზე დაფუძნებული პროდუქტები განავითარონ.
ის, რაც ლაბორატორიებსა და ტექ-ინჟინრების სამუშაო სივრცეებში ხდება, საბოლოოდ მაინც საფონდო ბირჟებზე გადაინაცვლებს ხოლმე. უკვე გამოჩნდა, რომ AI-ის ინდუსტრიას საინვესტიციო სამყაროზე უზარმაზარი გავლენა აქვს.
ბოლო მონაცემების მიხედვით, კომპანიების მოგება, რომლებიც აწარმოებენ ან იყენებენ AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს, მზარდია. ბუნებრივია, ეს ზრდა კომპანიების აქციების ფასებზეც პირდაპირ აისახება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მასშტაბისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავს კომპანიებს აქციების ზრდის უზარმაზარი პოტენციალი აქვთ.
ასეთია ტოპ-5 ჰოლდინგი, რომელიც AI-თან მჭიდროდ არის დაკავშირებული:
- NVIDIA Corporation (NVDA) — ერთი აქციის ფასი — $384,8; ზრდა ბოლო 3 წლის ჭრილში — 430,1%;
- Tesla (TSLA) — ფასი — $224,6; ზრდა — 380,4%;
- Iridium Communications (IRDM) — ფასი — $64,1; ზრდა — 190,1%;
- Deere & Company (DE) — ფასი — $381,8; ზრდა — 176,3%;
- Alphabet (GOOG) — ფასი — $122,9; ზრდა — 86,2%.
* კომპანიები დალაგებულია ზრდის ტემპის მიხედვით, სრული სია შეგიძლიათ იხილოთ Galt&Taggart-ის კვლევაში აქ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს AI-ის ინდუსტრიის საერთო შემოსავალმა 849 მილიარდს მიაღწია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემი 2025 წლისთვის 36%-ით გაიზრდება ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.
როგორც ცნობილია, აქციებით ვაჭრობით დაინტერესებული ინვესტორები მზარდ და პერსპექტიულ ინდუსტრიებს ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან. საფონდო ბირჟის ექსპერტები AI-თან დაკავშირებულ კომპანიებს სწორედ ასეთებად მიიჩნევენ. საიდუმლო არ არის, რომ განვითარების პროცესში მყოფი კომპანიის აქციების შეძენას გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი მოგების მოტანა შეუძლია. რა თქმა უნდა, ამ საქმეში გამოცდილი ადამიანები ნებისმიერი სახის საინვესტიციო ნაბიჯის გადადგმამდე კვლევის ჩატარებას და ამომწურავი ინფორმაციის მოძიებას გვირჩევენ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები