საქართველოს ბანკი უცხოურ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
სწორედ ამ მიზნით, იმ ქართველი სტუდენტებისათვის, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ იღებენ, საქართველოს ბანკი საზაფხულო სტაჟირების პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღებას იწყებს.
ამისათვის, სტუდენტებმა 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი, ატვირთონ საკუთარი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე.
პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება მათთვის საინტერესო პოზიციებზე, ითანამშრომლონ საქართველოს ბანკის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან და გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით: G&T საინვესტიციო ბანკინგი, ფინანსური მიმართულება, კორპორაციული ანალიტიკა და გაყიდვები, ინვესტორებთან ურთიერთობა, მონაცემთა ანალიტიკა და მეცნიერება, იურიდიული მიმართულება, სტრატეგიული პროექტების მართვა და სხვა.
საზაფხულო სტაჟირება 2-8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სტუდენტების ინდივიდუალური კალენდრის მიხედვით ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივა 2020 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკში სტაჟირება უკვე 19-მა სტუდენტმა გაიარა, რომლებიც მსოფლიოს ისეთ გავლენიან უნივერსიტეტებში სწავლობდნენ, როგორებიცაა: ნოტინგემის, ლოფბოროს, რიჩმონდის, ჯორჯ ვაშინგტონის, კენტის, როტერდამის, ერასმუსის და სხვ. უნივერსიტეტები.
"საზაფხულო სტაჟირების პროგრამა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობაა, რომელიც მიზნად ისახავს, დაანახოს უცხოეთში განათლების მისაღებად მყოფ ქართველ სტუდენტებს საკუთარი ცოდნისა და უნარების საქართველოში რეალიზების პოტენციალი. ასევე, აძლევს მათ შესაძლებლობას, დაიგროვონ სამუშაო გამოცდილება მათთვის საინტერესო მიმართულებით, ითანამშრომლონ ჩვენი გუნდის პროფესიონალებთან და განივითარონ ახალი უნარები. საქართველოს ბანკისთვის კი არის შესაძლებლობა, აღმოაჩინოს და მოიზიდოს ტალანტები. საზაფხულო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში უკვე არაერთმა სტუდენტმა მიიღო სასურველი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, რამდენიმე მათგანი კი დღეს პროფესიულ ზრდას ჩვენს გუნდთან ერთად აგრძელებს", — აცხადებენ საქართველოს ბანკის გუნდში.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები