ლევან მურუსიძე

10 Apr. 2023, 17:02

ჩვენ პრემიერმინისტრს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული და მინდა, მოვუწოდო, პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს, რომ იყვნენ მშვიდად. არავინ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არ არის, რეალურად, აი, მორალური ტერორით, ზოგადად, წლების განმავლობაში რაც ხდებოდა პირადად ჩემ წინააღმდეგ, პირადად მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ, ვინც არიან დასანქცირებული, მაგრამ მერწმუნეთ, რა, ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის. პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება. კარგი მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არასდროს საქართველოს არ ყოლია სასამართლო, როგორც ხელისუფლება.

ზუსტად ამაზე იყო გათვლა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ როცა დაასანქცირებდნენ მოქმედ მოსამართლეებს, ჩვენ თავს ჩავღუნავდით, რადგანაც კორუფციის იარლიყს მოგვაკრავდნენ, ვერ გავბედავდით, რომ ხმამაღლა გველაპარაკა. ამიტომ ვართ განწყობილი საბრძოლველად, ვფიქრობთ, რომ ვართ მართლები, მიგვაჩნია, რომ სასამართლო ეს არის ხელისუფლება, რომლის საქმიანობაშიც არავინ არ უნდა ჩაერიოს, როგორიც არ უნდა მეგობრული ქვეყანა იყოს თუ ა.შ. [...]

რადგანაც მივმართეთ ჩვენ ბატონ პრემიერს, მიმაჩნია, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის საქართველოს პრემიერმინისტრი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიფინგზე უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესაც გამოეხმაურა.…