10 მიზეზი, რატომ არ გვინდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება
ფოტო: ფორმულა / ნიკა მათიაშვილი
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს საბჭოთა კავშირში უცხოვრია და ზუსტად იცის, რასაც ნიშნავს ეს რეჟიმი. თუმცა ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არც ახალგაზრდებისთვისაა უცხო ის რეალობა, რომელიც საბჭოთა კავშირს თან ახლავს. საბჭოთა კავშირის დაშლიდან ამდენი წლის მერეც ჩვენი ქვეყანა კიდევ იმ საშიშროების წინაშე დგას, რომ ამ რეჟიმში თეორიულად დაბრუნება ისევ შეიძლება მოგვიწიოს, რასაც ბოლო დღეების მოვლენებიდან გამომდინარე ბევრი დაეთანხმება.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა და ეს დღესაც გრძელდება. რუსული კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელიც შემოსავლების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრში შევა. ეს კი საფრთხეს უქმნის მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დასავლურ ინსტიტუტებსა და რაც მთავარია, ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სწორედ ეს ორგანიზაციები და ინსტიტუტები იბრძვიან სხვების უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შექმნისთვის, რომელიც ქვეყანას ევროპასთან დააახლოებს.
ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ პირველი მოსმენით მხარდაჭერილ რუსულ კანონს უკან გაიწვევენ. ამავდროულად იურისტები განმარტავენ, რომ არ არსებობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა, შესაძლებელია მხოლოდ მისი ჩაგდება მეორე მოსმენით. მოგვიანებით, ინფორმაცია გავრცელდა, რომ პაპუაშვილმა ვენეციის კომისიიდან რუსული კანონპროექტი უკან გამოითხოვა და უმრავლესობა გეგმავს, მას მეორე მოსმენით უყაროს კენჭი და ჩააგდოს. აქამდე გაცემული ფუჭი დაპირებების ფონზე, საზოგადოებას ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა რუსულ კანონზე უარი არ თქვას.
კრიტიკული მედიის შეზღუდვა და ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმა დემოკრატიულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს. დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფა კი საბჭოთა კავშირში დაბრუნების ტოლფასიც შეიძლება იყოს. თუ რატომ არ გვინდა იქ დაბრუნება, ამის 10 მიზეზს ახლავე დაგისახელებთ:
1. "აგენტებს" ხვრეტდნენ
საბჭოთა კავშირში "აგენტის" სახელი ძალიან მარტივად ენიჭებოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც სულ მცირედით მაინც რეჟიმს ეწინააღმდეგებოდნენ. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ინტელიგენციის დიდი ნაწილი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი, კოტე აფხაზი მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანთაგან, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს შეეწირა. ამიტომ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საბჭოთა კავშირში განსხვავებული აზრის 'უფლება არავის ჰქონდა".
2. სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა
ფოტო: Wikimedia Commons
ჯერჯერობით თუ ქვეყანაში არსებული რეალობიდან რამე მოგვწონს ან არ მოგვწონს, ამის შესახებ აზრის გამოხატვა თავისუფლად შეგვიძლია. თუ გვინდა, ჩვენს აზრს სოციალურ მედიაში დავწერთ ან აქციას გავმართავთ. საბჭოთა კავშირში კი ასეთი ფუფუნება ნამდვილად არ გვექნებოდა და ამის დასტურად 9 აპრილის ტრაგედიაც კმარა.
მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, დღეს რთულია, ვინმეს აზრის დაფიქსირება აუკრძალო, მაგრამ გავიხსენოთ რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა ან თუნდაც ჩინეთი, რომლებიც ჩვენ გვერდით თანაარსებობენ, თუმცა მათ მოქალაქეებს პოპულარულ სოციალურ ქსელებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
3. თავისუფლად ვერ მოგზაურობდნენ
ის, რომ საბჭოთა კავშირი "ჩაკეტილი" იყო, მხოლოდ იდეოლოგიას არ უკავშირდება. ქვეყნის საზღვრები მართლაც ჩაკეტილი იყო და რიგით მოქალაქეებს მისი თავისუფლად დატოვების საშუალება არ ჰქონდათ. თუ დღეს შეგვიძლია ევროპის ყველა ქვეყანას ვეწვიოთ, მივიღოთ განათლება, ავიმაღლოთ ჩვენი კვალიფიკაცია ან უბრალოდ მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები მოვინახულოთ, საბჭოთა კავშირში ასეთი ფუფუნება არ არსებობდა. ან მხოლოდ რომელიმე საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყანას ეწვეოდი, ან მთელ ცხოვრებას ერთ ადგილზე გაატარებდი.
ის შესაძლებლობები, რომლებსაც თავისუფალ და ევროპაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მყოფი ქვეყანა გვთავაზობს, მართლაც შეუფასებელია. ასე რომ, ამის დაკარგვა არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა გვინდოდეს.
4. არ იცოდნენ, რა ხდება სამყაროში
თუ რამდენიმე საათით ინტერნეტზე წვდომა არ გვაქვს, ალბათ, ბევრ ჩვენგანს უჩნდება იმის შეგრძნება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვა, რაც სიმართლისგან შორს არ არის. ახლა კი წარმოიდგინე რეალობა, რომელშიც ყველა ტიპის ინფორმაცია იფილტრება, სანამ შენამდე მოაღწევს. ასევე, ვერც ქვეყანას ტოვებ და ვერც იმ ადამიანებს უკავშირდები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მხოლოდ ის იცი, რა "შესანიშნავ საქმეებს" აკეთებენ შენი ქვეყნის ლიდერები და რომ ზოგადად, "ყველაფერი კარგადაა".
ამ საუკუნის ადამიანისთვის ასეთი რეალობის წარმოდგენის დონეზე დაშვებაც კი დამთრგუნველია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა კავშირში ჩვენს დედებს, ბებიებსა და ბაბუებს აიძულებდნენ ასე ეცხოვრათ, რისი განმეორებაც აღარავის გვინდა.
5. სანატრელი ჰქონდათ ჯინსები
ფოტო: Wikimedia Commons
საბჭოთა კავშირში რომ ჯინსის ჩაცმა რევოლუციური მოვლენა იყო, ეს მითი სულაც არ არის. სახლში ყველას გვაქვს იმ თაობის ადამიანთა ფოტოალბომები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში ცხოვრება მოუწიათ. ერთნაირ ტანისამოსს, ავტომობილებს და ბევრ სხვა რამეს ასეთ ფოტოებზე ხშირად გადააწყდები, რაც საბჭოთა კავშირის ჩაკეტილ ეკონომიკაზე მიუთითებს. საბჭოთა კავშირში რომ გეცხოვრა, შენ აუცილებლად "ჟიგული", "მოსკვიჩი" ან "პობედა" გეყოლებოდა და არა მერსედესი ან აუდი. არა იმიტომ, რომ უცხოურ ავტომობილის შესაძენად ფული არ გექნებოდა, არამედ იმიტომ, რომ უცხოურ ავტომობილს მხოლოდ ფოტოზე თუ ნახავდი, ისიც იშვიათად.
დღეს ათასობით ბრენდსა და პროდუქციაზე გვაქვს წვდომა, მთავარი კი ჩვენი არჩევანია. იმის შეხსენებით, რომ საბჭოთა კავშირში ჯინსიც კი დეფიციტში იყო, ალბათ, ყველა ხვდებით, რისი თქმაც გვსურს.
6. ყოველთვის იმ კანონს იღებდნენ, რომელიც ხელისუფლებას სურდა
დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავრობის მიერ კანონის დამტკიცებას გარკვეული საფეხურები სჭირდება. ის მხარეები, რომლებიც კანონს შეიძლება არ ეთანხმებოდნენ და მათ აზრს თავისუფლად გამოხატავდნენ, ხალხი და ოპოზიციაა. ყველამ კარგად ვიცით, რომ საბჭოთა კავშირი დიქტატურა იყო, სადაც ოპოზიციასაც და რეჟიმის მოწინააღმდეგე ხალხსაც სისხლიანი მეთოდებით უსწორდებოდნენ. სადაც თავისუფალი აზრი არ არსებობს, იქ ყოველთვის ისაა ჭეშმარიტი, რასაც მთავრობა დაადგენს. ასეთ რეჟიმში ცხოვრება და მით უმეტეს, დაბრუნება არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეს არ უნდა სურდეს.
7. ვერ კითხულობდნენ წიგნებს, რომლებიც ცენზურის ქვეშ იყო
ფოტო: On.ge
ლიტერატურა ის სამყაროა, რომელიც მოვლენების სხვა პერსპექტივიდან აღქმას გვასწავლის და ჩვენ ირგვლივ არსებულ რეალობას კიდე უფრო აშიშვლებს. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირს არც ფანტაზიის დონეზე უნდა დაეტოვებინა ადამიანისთვის თავისუფლება და ასეც მოიქცა. საბჭოთა კავშირში 1922 წლიდან მოქმედებდა ცენზურის ორგანო, ე.წ. მთავლიტი (მთავარი ლიტერატურული სამმართველო), რომელიც შემდეგ პრესაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისთვის შექმნილი ცენტრალური საბჭოს სახელით გახდა ცნობილი. სწორედ მთავლიტი წყვეტდა კონკრეტული წიგნების დაბეჭდვის, გავრცელებისა თუ აკრძალვის საკითხებს.
ახლა კი დაფიქრდი, რამდენი შენი საყვარელი წიგნი ვერ გაივლიდა მთავლიტის ცენზურას და შენს თაროზე ვერ მოხვდებოდა. როგორ წარმოგიდგენია შენი პიროვნება და იდენტობა შენი საყვარელი წიგნების გარეშე? სასურველი ლიტერატურის კითხვაც სწორედ ის "უფლებაა", რომლის დათმობა არავის გვინდა.
8. არ არსებობდა კრიტიკული მედია
მედიის თავისუფლების წყალობით, დღეს შესაძლებლობა გვაქვს ერთი მოვლენის შესახებ სხვადასხვა აზრი მოვისმინოთ, სანდო წყაროზე დაყრდნობით მომზადებული სიუჟეტები და სტატიები წავიკითხოთ და თავად გადავწყვიტოთ, რას ვეთანხმებით და რას — არა. საბჭოთა კავშირის მსგავს წარმონაქმნებს კი ყველაზე მეტად კრიტიკული მედიის ეშინია, ამიტომ, ბუნებრივია, ასეთ რეჟიმში მედია თავისუფლად ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. მხოლოდ ის მედია იარსებებს, რომელიც პოლიტიკური ლიდერების "მიღწევებსა" და პოზიტიურ ამბებზე გვესაუბრება. ამის ანალოგი არც დღეს გვაკლია, თუმცა ჯერჯერობით სხვა არხებზე გადართვა ისევ შეგვიძლია.
9. არჩევნებს აზრი არ ჰქონდა
არჩევნებზე მისულს რომ ბიულეტენში მხოლოდ ერთი პარტიის რამდენიმე წევრი დაგხვდეს შემოსახაზად, ალბათ, იფიქრებ, რომ რაღაც შეცდომაა. ახლა კი წარმოიდგინე, რომ არჩევნებზე მიდიხარ და ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის სახელი და გვარია. ეს ხუმრობა არ გეგონოს, რადგან საბჭოთა კავშირში სწორედ ასე ხდებოდა. ფორმალური არჩევნები დიქტატურის ერთ-ერთი მახასიათებელია. თუ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად არ ტარდება და ცვლილებები არ ხდება, ის განვითარების მხრივ ან სტაგნაციას განიცდის, ან უკან მიდის. საბჭოთა კავშირის ბოლო კი ყველამ ვიცით.
10. დაბოლოს, ვერაფერს აპროტესტებდნენ, რადგან "მთავრობა შეცდომებს არ უშვებდა"
ფოტო: Imdb
იდეალური სახელმწიფოს არსებობის არავის სჯერა, თუმცა ზოგ ქვეყანაში მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებებითა და არსებული რეალობით მეტ-ნაკლებად ყმაყოფილები არიან. იქ კი, სადაც საპროტესტო აქციას საპროტესტო აქცია მოსდევს, აშკარად რაღაც რიგზე ვერ არის. თუმცა საბჭოთა კავშირი აშკარად ფენტეზის ჟანრის სამყარო იყო, რადგან მოქალაქეებს რაიმეს გაპროტესტების საბაბიც კი არ ჰქონდათ. აბა, ვინმე უკრძალავდა?
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები