სირცხვილია

9 Mar. 2023, 12:55

ქართული ოცნება ხალხის მოტყუებას ცდილობს. გააგებინეთ ყველას და მტკიცედ ვიაროთ შინ ევროპისკენ.

ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადება მანიპულაციურია! კანონპროექტის "გაწვევის" პროცედურა არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა გაიტანონ და ჩააგდონ. ვიდრე ამას არ იზამენ, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, კანონპროექტი აქტიურია. ქართული ოცნების მრავალჯერ დარღვეული პირობები და გატეხილი სიტყვა გვკადრულობს, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. არ ვდუნდებით, კვლავ მტკიცედ მივდივართ შინ ევროპისკენ.

წერს მოძრაობა სირცხვილია. დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ რუსულ კანონს. თუმცა, მმართველ გუნდს დაპირებები აქამდეც მოუცია და არ შეუსრულებია. გარდა ამისა, რეგლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა არ არის, ამიტომ რუსული კანონის გაწვევა ოცნებას არ შეუძლია, მხოლოდ ე.წ. ამერიკული ვერსიის, რომელიც ჯერ არ განხილულა. იურისტები და დეპუტატები განმარტავენ, რომ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონის პროექტი უნდა დააყენონ კომიტეტზე და პლენარულზე და ჩააგდონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა

ახალი ფუნქციის, Intelligent UI-ს (გონიერი სამომხმარებლო ინტერფეისი), დამსახურებით ChatGPT-ში ბევრად მეტი ვიზუალი…