გიორგი პაპიაშვილი

6 Mar. 2023, 09:46

მე ექიმი ვარ და თუ დღეს პაციენტების ნდობას ვიმსახურებ და შემიძლია მათ ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების მკურნალობა შევთავაზო, იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე ჩემი პროფესიული განათლება ევროპაში, ჯერ გულის მსოფლიო ფედერაციამ, ხოლო შემდეგ ევროპის გულის რიტმის ასოციაციამ დააფინანსა, რომ აღარაფერი ვთქვათ დღემდე უწყვეტად მიმდინარე უამრავ ტრენინგსა თუ საგანმანათლებლო აქტივობებზე ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების ასათვისებლად, და ჩემი მაგალითი მხოლოდ ზღვაში წვეთია.

უამრავი ჩემი კოლეგის პროფესიული განათლება და განვითარება დაფინანსებულია სწორედ დასავლური ორგანიზაციებისა და დონორების მიერ. ეს ხალხი შემდეგ ბრუნდება აქ და იქ მიღებულ ცოდნას ჩვენს პაციენტებს ახმარს. არა მხოლოდ ჩემი დარგის, არამედ
პრაქტიკულად ყველა სფეროს განვითარება დასავლურ ტექნოლოგიებს, ცოდნას და მათგან მიღებულ დახმარებას ეფუძნება და ჩვენი ხელისუფლება ისევ მათ აცხადებს მტრად და რუსეთში მიგვათრევს, რომლისგანაც ზიანის მეტი არაფერი გვახსოვს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის

"თუ ირანს მოაკლდება ფრენისა და აეროპორტების მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, რეგიონში ამის შესაძლებლობა არც ერთ…