რას ნიშნავს თანამედროვე ფერმერობა და რა არის მისი უპირატესობები?
ფოტო: აგროსფერო
თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციური პროდუქტების წყალობით, დღეს ფერმერები ფლობენ გაცილებით ეფექტიან საშუალებებს გამოწვევებთან გასამკლავებლად, აქვთ მეტ ინფორმაციაზე წვდომა, პროცესებზე დაკვირვებისა და მათი სწორად გაანალიზების მეტი შესაძლებლობა. ყველა ეს უპირატესობა კი, მათ ეხმარება მიიღონ უფრო ჯანსაღი, ხარისხიანი და დიდი რაოდენობის მოსავალი, თანაც ნაკლები დანახარჯითა და ძალისხმევით.
მაინც რას გულისხმობს თანამედროვე მიდგომები, რა ახალი შესაძლებლობები არსებობს დარგში და რას ნიშნავს თანამედროვე ფერმერობა? — ამ კითხვებზე პასუხებს უფრო დეტალურად სტატიაში გავცემთ, რაშიც აგროსფერო დაგვეხმარება, კომპანია, რომელიც ფერმერებისთვის დღეს არსებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
ფოტო: აგროსფერო
მოწინავე ტექნოლოგიები და ზუსტი სოფლის მეურნეობა
ახალი ტექნოლოგიები ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მეტი ინფორმაცია ნიადაგზე, ამინდსა თუ სხვა გარემო ფაქტორებზე. ასეთი ტექნოლოგიაა, მაგალითად მეტეოსადგური — ის ზომავს ნიადაგისა და ჰაერის ტემპერატურას, ტენიანობას, მზის გამოსხივების ინტენსივობას, ქარის სიჩქარეს და სხვა მაჩვენებლებს. ამ და სხვა მოწყობილობებით, ასევე, შესაძლებელია დაავადებების პროგნოზირება/მოდელირება, სხვა საჭიროებების იდენტიფიცირება და ა.შ. ზუსტი სოფლის მეურნეობა სწორედ მოწინავე ტექნოლოგიების მეშვეობით, ამგვარი მონაცემების შეგროვებასა და გადაწყვეტილებების მიღებისას მათ გამოყენებას გულისხმობს. ცხადია, ეს მიდგომა ფერმერს მნიშვნელოვნად უმარტივებს ღონისძიებების სწორად დაგეგმვას, პრობლემების პრევენციასა და ხარჯების შემცირებას.
ფოტო: აგროსფერო
ნიადაგის, წყლისა და ფოთლის ლაბორატორიული ანალიზები
დღეს ლაბორატორიული ანალიზები დიდ როლს ასრულებს აგრომეურნეობაში. მათი მეშვეობით ხდება ნიადაგის, წყლისა თუ ფოთლის ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, რაც უმნიშვნელოვანესია შემდეგი პროცედურების დაგეგმვისათვის. მაგალითად, ამგვარი ინფორმაცია კარნახობს ფერმერს, რა ტიპისა და რაოდენობის საკვებია საჭირო კონკრეტული კულტურისთვის, რა სჭირდება ნიადაგს დამუშავებისთვის და ა.შ. ეს კი ფერმერს ეხმარება ჯანსაღი მოსავლის მიღებაში, რესურსების გონივრულად გამოყენებასა და ბუნებაზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებაში.
ინოვაციური სათესლე მასალები, სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები
დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სათესლე მასალების, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ხარისხი, რაც ფერმერებს უმარტივებს არა მხოლოდ ჯანსაღი მოსავლის მოყვანას, არამედ დანაკარგის შემცირებას. მაგალითად, დღეს ბაზარზე არსებობს ისეთი ინოვაციური სათესლე მასალები, რომლებიც რეზისტენტულია ყინვის, გვალვისა თუ სხვა გარემო პირობების მიმართ. ასევე, ინოვაციური მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებიც გაცილებით უკეთ უმკლავდება სხვადასხვა მწერსა თუ დაავადებას.
ფოტო: აგროსფერო
თანამედროვე აგროტექნიკა და გამარტივებული ყოველდღიურობა
აგროტექნიკა ფერმერს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს შრომას და ეხმარება ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვაში. ამასთან ერთად, ის უდიდეს როლს ასრულებს ხარისხიანი პროდუქტის შექმნაშიც. მაგალითად, ახალი ტექნიკის მეშვეობით მოსავლის აღება გაცილებით მოკლე დროში ხდება, რაც ამცირებს ნაყოფის გადამწიფებისა და დაზიანების რისკებს. ის, ასევე, ფერმერს მოსავლის გადახარისხებასა და უკეთ გადამუშავებაში ეხმარება, რაც პირდაპირ აისახება საბოლოო პროდუქტის ხარისხზე.
ფოტო: აგროსფერო
აგროსფერო თანამედროვე ფერმერებისთვის
აგროსფეროს 18 წელზე მეტია პარტნიორ ფერმერებს ინოვაციური სოფლის მეურნეობის პროდუქციითა და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს. ის აერთიანებს 7-ზე მეტ პრემიუმ ბრენდს, როგორებიცაა BAYER, YARA, CLAAS, PELLENC, IRRITEC, SAATBAU, PALL და სხვა. მისი პროდუქცია მოიცავს ყველაფერს, რაც თანამედროვე ფერმერს შეიძლება დასჭირდეს, მათ შორის, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სათესლე მასალას, სასუქებს, სარწყავ თუ საფილტრაციო სისტემებს, სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოებს და აგროტექნიკას.
ამასთან ერთად, აგროსფეროს პროფესიონალთა გუნდი პარტნიორებს უწევს აგროკონსულტაციას, აცნობს დარგში არსებულ სიახლეებსა და თანამედროვე მიდგომების დანერგვაში ეხმარება. როგორც კომპანიაში ამბობენ, სოფლის მეურნეობის განვითარების ერთადერთი გზა სწორედ ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა და ახალი შესაძლებლობების სწორად გამოყენებაა.
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
კომენტარები