ირაკლი ქადაგიშვილი

20 Feb. 2023, 14:01

მისი დედაარსია ის, რომ, როგორც ყველაფერი სახელმწიფოში, პოლიტიკური პარტიებით დაწყებული, ყველა სახელმწიფო დაწესებულებით დამთავრებული, საჯარო და ღია უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ეს რეპრესიული კანონი არ არის. ეს არის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს საჯაროობას. შევთანხმდეთ, რომ თუ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, ეს არის კარგი.

როგორც ვამჩნევ, პრობლემა ინგლისური ტერმინის ქართულ თარგმანშია, თუ რატომ უნდა ერქვას აგენტი, როგორც ეს ამერიკულ კანონში წერია. არავინ დავობს იმაზე, რომ საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს ტერმინი უნდა არსებობდეს თუ არა, ამაზეა ახლა დისკუსია.

როდესაც ადამიანი თუ ორგანიზაცია რაღაცის აგენტად ფიქსირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც აკრძალულს, არაკანონიერს ან ცუდს აკეთებს. როგორც ჩანს, ტერმინმა გამოიწვია აღშფოთება. ხალხის ძალის კანონპროექტი ნათარგმნია ამერიკულიდან, საიდანაც მოდის სიტყვა აგენტი. 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ანტიდასავლური მოძრაობის, ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს

სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები…