ირაკლი კობახიძე

18 Feb. 2023, 16:10

დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა! მისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ადამიანის ღირსების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით იმართება.

დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული და დემოკრატიული, როგორც არასდროს და ამას საფუძველი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა. მადლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენიმემილიარდიანი ქველმოქმედებისთვის და იმისათვის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის ზრუნავდა და ზრუნავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-აღდგენა, ინტელიგენციაზე და კულტურის სფეროს მოღვაწეებზე ზრუნვა, ქართული ბუნების მოფრთხილება და მისი მრავალი სხვა საქველმოქმედო საქმე. ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

განათლება გამარჯვებაა! საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2026) ამის…