ბრაიტონიდან ლას-ვეგასამდე - საბჭოთა კრიმინალური დაჯგუფების ნაკვალევი
ფოტო: Flickr
„მესმის, რაშიც მდებენ ბრალს, მაგრამ არ მესმის, რატომ“, - უთხრა სასამართლოს 40 წლის რაჟდენ შულაიამ, რომელიც ოთხშაბათს 8 ივნისს, გათენებისას ლას ვეგასში დააკავეს. უკვე შუადღისას ის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგა, ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ედება. ამერიკული მედია „საბჭოთა სინდიკატად“ მოიხსენიებს იმ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა და რომლის წევრებიც ეროვნებით ქართველი პირებიც არიან.
სასამართლომ შულაიას ნიუ-იორკში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან უშუალო გამოძიება სწორედ იქ მიმდინარეობს და დაჯგუფების ძირითადი ბირთვიც იქ იყო კონცენტრირებული. თუმცა, კრიმინალური სინდიკატის საქმეები ნიუ-იორკის ერთ უბანს „ბრაიტონ ბიჩს“ ბევრად სცილდება და როგორც ირკვევა, ის ნიუ-ჯერსის, პენსილვანიის, ფლორიდისა და ნევადის შტატებშიც მოქმედებდა. დანაშაულს “ეროვნული მასშტაბის მქონედ” მიიჩნევენ გამომძიებლებიც.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შულაია და სხვები ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლის ნაწილს მაფიის სხვა წევრებს უგზავნიდნენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში.
რუსულ-ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას გამომძიებლები „Shulaya Enerprise” -ს უწოდებენ, შულაიას კი „რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელისა და მაფიის მაღალი რანგის“ წევრად, „საბჭოთა კრიმინალების ელიტური წოდების მატარებლად“, ე.წ. „კანონიერ ქურდად“ მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მას „უკიდურესად ძალადობრივი“ წარსული აქვს. საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელთა თქმით, მისი მოსალოდნელი დაკავების შესახებ რუსული მხარე ინფორმირებული იყო, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ექსტრადიციის თაობაზე მოლაპარაკება არ ყოფილა.
შულაიას გვარი აქამდე კიდევ ერთ საერთაშორისო გამოძიებაში ფიგურირებდა. 2013 წლის ივნისში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 13 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს. სპეცოპერაციაში იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, პოლონეთისა და ლიტვის სამართალდამცავი სტრუქტურები მონაწილეობდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, მაშინ დაჯგუფების ლიდერ მერაბ ჯანგველაძესთან ერთად დააკავეს „ქურდად ახლადკურთხეული“ რაჟდენ შულაიაც. უცნობია, როგორ დასრულდა სამართლებრივი პროცესი და როგორ მოხვდა ამის შემდეგ შულაია შტატებში.
მაყაშვილის მსგავსად, რამდენიმე საბრალდებო აქტში ფიგურირებს მეორე მოკრივის, ავთანდილ ხურციძის გვარიც. ბრალი მასაც რეკეტსა და სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ფინანსური თაღლითობის დაგეგმვაში ედება. თითოეულ მათგანს შესაძლოა ციხეში 20 წლის გატარება მოუწიოს.
გუშინ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დააკავეს რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრები და მასთან დაკავშირებული პირები. ბრალდებებს შორისაა: რეკეტი, ფულის გამოძალვა ადგილობრივი ბიზნესმენებისგან, ძარცვა, შეკვეთილი მკვლელობა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები, ჰაკერული თავდასხმები კაზინოების სათამაშო აპარატებზე, ნარკოტიკებით ვაჭრობა, კონტრაბანდა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობა.
ბრალი 33 ადამიანს წარედგინა. მათგან 15-ს ქართული გვარი აქვს. ესენი არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.
ბრალდებულთაგან ქართული გვარის მქონე სამ პირს ჯერ კიდევ ეძებენ. ესენი არიან: ერეკლე კერესელიძე, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა.
პრაქტიკულად ყველა მათგანი უმძიმეს დანაშაულებშია ეჭვმიტანილი. მათ უმეტესობას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სულ მცირე 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანია ამჟამად საქართველოს მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე თანამშრომლობენ თუ არა შესაბამისი სამსახურები ამერიკულ მხარესთან, იცოდნენ თუ არა წინასწარ საქართველოს მოქალაქეების დაკავების გადაწყვეტილების შესახებ და ჰქონდათ თუ არა ამ პირებს კრიმინალური წარსული საქართველოში.
დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ორი ქართველი სპორტსმენიც: შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, UFC -ის წევრი, ლევან მაყაშვილი და WBO- ს ვერსიით დროებითი მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე. ინფორმაცია დაჯგუფებასთან მათი უშუალო კავშირების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. ოჯახის წევრები და ახლობლები მათ დაკავებას „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას “სამწუხარო გაუგებრობას” უწოდებენ და ამბობენ, რომ იმედი აქვთ, მალე ყველაფერი გაირკვევა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, დაკავებულთაგან ერთი - ნაზო გაფრინდაშვილი პოლიციამ რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. მისი თქმით შეკითხვები შულაიასთან ნაცნობობას შეეხებოდა.
პროკურორმა შულაიას საბრალდებო დასკვნის წაკითხვისას განაცხადა, რომ დაჯგუფების „კრიმინალური სქემების სია თავბრუდამხვევია“.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შულაია და სხვები ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლის ნაწილს მაფიის სხვა წევრებს უგზავნიდნენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში.
ბრალდებათა შორის ფიგურირებს ნიუ-იორკის ადგილობრივი სამართალდამცველების მოქრთამვაც. ამის საშუალებით კრიმინალები ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკების გაყიდვას ახერხებდნენ. ნიუ-იორკშივე, ბრუკლინში მათ ჰქონდათ პოკერის არალეგალური ბიზნესი. შულაია, გამოძიების ინფორმაციით, თავის კრიმინალურ ავტორიტეტსა და გავლენას იყენებდა იმისთვის, რომ არალეგალური ოპერაციები რამდენიმე შტატში ეწარმოებინა.
რაც შეეხება ლას-ვეგასს, იქ ჩადენილ დანაშაულებზე ჯერ ცოტა რამ გასაჯაროვდა, მაგრამ ცნობილია, რომ ეს დანაშაულები საკრედიტო ბარათებისა და პიროვნების საიდენტიფიკაციო ბარათების გაყალბებას ეხება.
ბრალდებულთა ნაწილს ასევე ედება ბრალი პენსილვანიისა და ნიუ-ჯერსის შტატების კაზინოებიდან ფულის მოპარვის მცდელობაში. ფედერალურ გამომძიებლებს მოპოვებული აქვთ სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც შულაიასა და მის ერთ-ერთ მოკავშირეს, ასევე ბრალდებულს შორის წელს შედგა. ჩანაწერში ისინი განიხილავენ სამორინეებში სათამაშო აპარატების გატეხვის - სასურველი კომბინაციების მიღების შესაძლებლობებს. მათ ბრალი ედებათ ამ მიზნით სპეციალური ელექტრონული საშუალებებით კომპიუტერულ სისტემებში უკანონოდ შეღწევაში. მოპოვებული ჩანაწერებით ასევე ირკვევა, რომ ეჭვმიტანილები გამომძიებლებისთვის კვალის ასარევად იყენებდნენ კოდურ სახელწოდებებსა და დაშიფრული კომუნიკაციის სხვა საშუალებებს.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შულაია და სხვები ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლის ნაწილს მაფიის სხვა წევრებს უგზავნიდნენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში.
“შულაიას დაჯგუფების თითოეულ საქმეზე კონკრეტული პირები მუშაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ ჯგუფები ნიუ-იორკში მოქმედებდნენ, კრიმინალური საქმიანობა ლას-ვეგასამდე იყო გადაჭიმული და ქვეყნის საზღვრებსაც სცილდება. დაჯგუფების წევრების უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშია დაბადებული და მათ მნიშვნელოვანი კავშირები აქვთ, საქართველოსთან, რუსეთთან და უკრაინასთან. ხშირად მოგზაურობდნენ ამ ქვეყნებში, ჰქონდათ კავშირი სხვა კრიმინალებთან და რიცხავდნენ კრიმინალური საქმიანობით მოპოვებულ ფულს ამ ქვეყნებში”, - ვკითხულობთ იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
მანჰეტენის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ჯონ კიმი ამბობს, რომ ეს არის „ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ფედერალურმა სასამართლომ რეკეტიორობის ბრალდება რუს „ქურდს“ წაუყენა“. შულაიასთან ერთად დაჯგუფების ლიდერად მოხსენიებულია ზურაბ ჯანაშვილიც.
დაჯგუფება თავის წევრ ქალებს იყენებდა იმისთვის, რომ ამ უკანასკნელთ ეცდუნებინათ მამაკაცები, რომლებსაც მოგვიანებით ქლოროფორმით წამლავდნენ და ძარცვავდნენ. გარდა ამისა, მათ გემიდან მოიპარეს 4,5 ტონა შოკოლადის ტვირთი.
ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულში სდებენ ბრალს 26 წლის ნიკოლოზ ჯიქიას - მას შეკვეთილ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობაში ედება ბრალი. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
დაჯგუფების „ანგარიშზე“ არაერთი უჩვეულო დანაშაულია.
ისინი დაჯგუფების წევრ ქალებს იყენებდნენ იმისთვის, რომ ამ უკანასკნელთ ეცდუნებინათ მამაკაცები, რომლებსაც მოგვიანებით ქლოროფორმით წამლავდნენ და ძარცვავდნენ. გარდა ამისა, მათ გემიდან მოიპარეს 4,5 ტონა შოკოლადის ტვირთი.
გამოძიების ინფორმაციით, “შულაიას ენტერპრაიზი” ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი იყო, რომელიც უშუალოდ რაჟდენ შულაიას ხელმძღვანელობითა და პატრონაჟით ფუნქციონირებდა. შულაია, რომელსაც “კანონიერ ქურდად” მოიხსენიებს გამოძიება, ხსნის, როგორ იყენებდა ის თავის გავლენას “რანგით უფრო დაბალი კრიმინალების” კონფლიქტების გადასაწყვეტად, როგორ სთავაზობდა მხარდაჭერას და დახმარებას დაჯგუფების სხვა წევრებს და ა.შ.
შულაია, ჯანაშვილი, უგლავა, ჩაგანავა, ტორაძე, ბუზიაშვილი, ლომიშვილი და კანადაშვილი - მათ მოპარული საქონლის ტრანსპორტირება-გაყიდვაში ედებათ ბრალი, ასევე სიგარეტის კონტრაბანდის სქემის შემუშავება-განხორციელებაში და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფინანსური დოკუმენტების დამზადებასაც.
შულაია, ჯანაშვილი და კერესელიძე სხვა ტიპის ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში არიან ბრალდებულნი. ლომიშვილი კი, ჰეროინითა და კოკაინით ვაჭრობაში.
შულაია, უბილავა, უგლავა, გაბისონია და მაყაშვილი კი ფინანსურ თაღლითობაში და კაზინოების გაძარცვაში არიან ეჭვმიტანილნი. მათი სქემით, კრიმინალებს ატლანტიკ სითისა და ფილადელფიაში ელექტრონული მოწყობილობებისა და პროგრამების გამოყენებით, სათამაშო აპარატების მოსალოდნელი კომბინაციები უნდა გამოეცნოთ და წაგების ალბათობა მინიმუმამდე შეემცირებინათ.
მაყაშვილის მსგავსად, რამდენიმე საბრალდებო აქტში ფიგურირებს მეორე მოკრივის, ავთანდილ ხურციძის გვარიც. ბრალი მასაც რეკეტსა და სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ფინანსური თაღლითობის დაგეგმვაში ედება. თითოეულ მათგანს შესაძლოა ციხეში 20 წლის გატარება მოუწიოს.
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
კომენტარები