პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები ბინების დაპირებით, 41 მოქალაქის 1054150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ
პროკურატურის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფულადითანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს.
- "ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, თითქოსდა სახელმწიფო, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით და ევროპული ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით, უსახლკარო და დევნილის სტატუსის, შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე, ასევე, სოციალურად დაუცველი პირების და ემიგრანტების მოძიებას ახდენდა, რათა მათთვის ბინები თბილისში და ბათუმში მდებარე შპს ორბი ჯგუფის საცხოვრებელ კომპლექსში, ასევე, დაბა ბაკურიანში და კურორტ საირმეში სიმბოლურ ფასად გადაეცა";
- პროკურატურაში ამბობენ, რომ ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან მოცემულ პროექტს ხელმძღვანელობდა და მისი წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი ბრალდებული, ხოლო დანაშაულში მონაწილე ორი პირი როგორც ე.წ. კოორდინატორები, შესაბამისი პირების მოძიებას და მათ პროექტში ჩართვას ახდენდნენ.
- უწყებაში აღნიშნავენ იმასაც, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეებს აჩვენებდნენ წინასწარ ნაქირავებ ბინებს, როგორც მათთვის სახელმწიფოს მიერ გადასაცემ ქონებას და არწმუნებდნენ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მათ სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოგვიანებით მოხდებოდა.
დეტალები: პროკურატურის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 41 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას — 1 054 150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
- დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არერთგზის დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება);
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება) წარედგინათ.
- დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
კომენტარები