დავით მათიკაშვილი

20 Jan. 2023, 14:54

საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა და სამწუხაროდ, ასეთი მძიმე ფაქტებისგან არცერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის. ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანია მხარდაჭერა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვისაც ეს სჭირდება და აქვე მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი ფაქტებით მანიპულირების რესურსი ნამდვილად არ არსებობს და ნუ მიმართავენ ისეთ წიაღსვლებს, რაც ასეთ სიტუაციებში მათ სჩვევიათ. [...]

ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით და კიდევ უფრო მკაცრდება. იქნება ცვლილებები შეტანილი კანონმდებლობაში, რეგისტრირებული იარაღის გადატანასთან, სანადირო იარაღად მიჩნევასთან დაკავშირებით და ა.შ. რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება.

ყოფილ სამხედრო მომსახურეებთან მიმართებით ქვეყანაში არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო სათანადოდ ზრუნავს მათზე. როცა პრობლემები აქვს ადამიანს ინიცირება მათი მხრიდან უნდა მოხდეს, მან უნდა მიაკითხოს ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ადეკვატურ პასუხს სცემს ასეთ პრობლემებს, მაგრამ თუკი არ ხდება მიმართვა, ძალიან ძნელია, რომ ყველა ასეთ შემთხვევაზე სათანადო რეაგირება ჰქონდეს სისტემას, თუკი არ გამოვლინდა, რომ პირს აქვს ფსიქიკური პრობლემა.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა. საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა ეზოში მყოფი 5 ადამიანი და დაიჭრა 5 — მან კი, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში ილია II-ის 2001 წლის ოფიციალურ ვიზიტზე წერს…