გიგა ბოკერია

10 Jan. 2023, 18:12

პირველი საკითხი: 2008 წელს ნებისმიერი ლეგალური ფორმით იარაღის შესყიდვა საქართველოსთვის პრობლემა იყო, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაცია აწარმოებდა წნეხს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდათ და მათ სამწუხაროდ ჰქონდათ გავლენა, მათ შორის, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზეც რათა შეეზღუდათ საქართველოს შესაძლებლობები.

ჩვენთვის, ვისთვისაც აშკარა იყო, რომ რუსეთის საფრთხე ახლოვდებოდა და ამის შანსი დიდი იყო, დიახ, პრინციპული საკითხი იყო, ვინც პოლიტიკურად ხელს გაგვიწვდიდა და საფასურის სანაცვლოდ მოგვაწვდიდა იარაღს. ეს გააკეთა უკრაინამ და არც ახლა ითხოვს ვინმე საქართველოსგან უფასოდ რაიმეს გადაცემას, ოღონდ, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ამ იარაღის გადაცემა, რომელიც დღეს მას სჭირდება პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, რის საფასურადაც საქართველო უკეთესს იარაღს მიიღებდა აშშ-სგან.

მთელი ეს პროპაგანდა, თითქოს ვიღაცამ თქვა, რომ უსასყიდლოდ უნდა გადავცეთ და ეს რატომ უნდა ვქნათ, მთლიანად სიცრუეზეა დამყარებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რატომ შეიძლება ნორმალურ მთავრობას არ უნდოდეს საქართველოსთვის უკეთესი იარაღის შეძენა და ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება?! აქ მათი "არგუმენტია" რომ თითქოს ეს ომში ჩათრევის ტოლფასია, ანუ საქართველოს ჯარის გაძლიერება არ უნდა მოხდეს, რომ ომში არ ჩაგვითრიონ?! იქამდე მიდის ეს მოღალატეობრივი ლოგიკა, რომ ჯარი უნდა გავაუქმოთ, რათა პროვოკაცია არ მოხდეს.

სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით, დღეს ჩვენი ჯარის არ გაძლიერება არის ღალატი და ამ ვითარებით სწორი გაგებით არ სარგებლობა. ეგ არის სწორედ ღალატი, ეგ ზრდის სწორედ რისკს, რომ მომავალში, ახლო მომავალში პუტინის რუსეთიდან აგრესიისა. თუ არ გაძლიერდი, თუ ახლა არ იმუშავე იმაზე, რომ მტრისთვის პრობლემა იყო შენზე თავდასხმა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ემზადები იმისთვის, რომ აუცილებლად მოხდება ომი, მაგრამ აგრესიისთვის მზადება, ამ აგრესიის რისკს არა თუ ზრდის, არამედ ამცირებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია

27 სექტემბერს ლოს-ანჯელესში 2026 წლის MTV-ის დაჯილდოება გაიმართა. საღამოს ყველაზე მეტი გამარჯვება მადონამ მოიპოვა,…